1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ხარება ყოვლადწმინდა  ღვთისმშობლისა

 

"ნეტარ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა" (ლუკა 1:42-43)
ყოველი წლის 7 აპრილს, სომეხთა  სამოციქულო ეკლესია  ზეიმობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს.    სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ ეს დღე  გამოაცხადა  დედისა და დედობის სიხარულის მოლოდინში მყოფ ქალთა კურთხევის დღედ.   
7 აპრილს  ყველა ეკლესიაში   წმინდა წირვა აღევლინება. სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზს უხარებია მარიამ ღვთისმშობლისათვის, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა. წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: „ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“ - რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: „ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული.“ მაშინ მარიამი იოსებზე მხოლოდ დანიშნული იყო და გაიოცა: „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“ ანგელოზმა მიუგო: „სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ.“ მაშინ მარიამმა თქვა: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ.“ და განეშორა მას ანგელოზი.
როცა იოსებმა გაიგო, რომ მარიამი ბავშვს ელოდებოდა, გადაწყვიტა მისი ფარულად გაშვება, მაგრამ ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან.“ (ლუკა 1,26-35; მათე 1,20-21)

აღნიშნის თარიღი

07.04.2008
07.04.2009
07.04.2010
07.04.2011
07.04.2012
07.04.2013
07.04.2014
07.04.2015
07.04.2016
07.04.2017
07.04.2018
07.04.2019
07.04.2020
07.04.2021
07.04.2022
07.04.2023
07.04.2024
07.04.2025
07.04.2026
07.04.2027
07.04.2028
07.04.2029
07.04.2030