![]() |
![]() |
![]() |
იერუსალიმის წმინდა პატრიარქ კირილეს, წმინდა კირილე ეპისკოპოსის და მისი დედის წმინდა ანას ხსენების დღე
წმინდა კირილე დაიბადა იერუსალიმში 315 წელს. მკაცრი ქრისტიანული ღვთისმოსაობით აღზრდილი კირილე მღვდელმონაზვნად აღიკვეცა, ხოლო 346 წელს პრესვიტერად აკურთხეს. იერუსალიმის პატრიარქის ხარისხში მყოფი კირილე მხნედ იბრძოდა არიოზისა და მაკედონიუსის ერესის წინააღმდეგ. ამით არიოზის მიმდევარი ეპისკოპოსების რისხვა დაიმსახურა. არიანელებმა მოახერხეს კირილეს ტახტიდან ჩამოგდება და იერუსალიმიდან გაძევება. იმპერატორ იულიანეს დაღუპვის შემდეგ წმინდა კირილე კვლავ დაუბრუნდა კათედრას, მაგრამ იმპერატორ ვალენტის მეფობის დროს მესამედ იქნა გადასახლებული. მხოლოდ კეთილმსახური მეფის, თეოდოსი დიდის დროს წმინდა კირილე დაუბრუნდა სამღვდელმთავრო მოღვაწეობას. 381 წელს წმინდა კირილემ მონაწილეობა მიიღო II მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელმაც დაგმო მაკედონიუსის ერესი და ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლო დაამტკიცა. წმინდა კირილეს უამრავი თხზულებაა ნათარგმნი სომხურ ენაზე. 351 წლის სულთმოფენობის დღეს იერუსალიმში ღვთიური გამოცხადება მოხდა: ცაზე გამოჩნდა ბრწყინვალე ჯვარი, რომელიც გოლგოთიდან ელეონის მთამდე იყო განრთხმული. კირილემ ამ გამოცხადების შესახებ შეატყობინა არიანელ იმპერატორ კონსტანცის და ეცადა მის მოქცევას მართლმადიდებლობაზე. ამ წერილს დღემდე კითხულობენ სომხურ ეკლესიებში. განსაკუთრებით ცნობილია 23 სწავლება და ორი საუბარი სახარებისეულ თემებზე: „განღრვეულისათვის“ და „წყლის ღვინოდ გადაქცევისათვის კანას გალილეაში“. წმინდა კირილე გარდაიცვალა 386 წელს. გადმოცემის თანახმად, იერუსალიმის წმინდა იაკობის ეკლესიის წმინდა სტეფანოსის სამლოცველოში მდებარეობს ის აუზი, სადაც მოინათლა წმინდა კირილე პატრიარქი. წმინდა კირილე პატრიარქის სახელი სომეხთა ეკლეისაში მოიხსენიება ორჯერ, დიდი მარხვის მეორე შაბათ დღეს და 12 ვარდაპეტთან ერთად - ოქტომბრის ბოლო შაბათს. წმინდა კირილე პატრიარქის თანამედროვეა წმინდა კირილე ეპისკოპოსი (ყოფილი სახელწოდება იუდა). ისტორიული წყაროების თანახმად, იგი დაეხმარა ელენეს მოეძებნა ქრისტეს ცხოველმყოფელი ჯვარი და როცა დაინახა წმინდა ჯვრის სასწაულებრივი ძალა, დედამისთან - ანასთან ერთად მოინათლა და შეიცვალა სახელი - გახდა კირილე. იგი დედამისთან ერთად სასტიკად აწამეს იულიანე განდგომილის დევნის დროს. მათი ხსენების დღეს სომხური ეკლესია აღნიშნავს კირილე ეპისკოპოსის ხსენებასთან ერთად, დიდი მარხვის მეორე შაბათ დღეს. აღნიშნის თარიღი16.02.200807.03.2009 27.02.2010 19.03.2011 03.03.2012 23.02.2013 15.03.2014 28.02.2015 20.02.2016 11.03.2017 24.02.2018 16.03.2019 07.03.2020 27.02.2021 12.03.2022 04.03.2023 24.02.2024 15.03.2025 28.02.2026 20.02.2027 11.03.2028 24.02.2029 16.03.2030 |