![]() |
![]() |
![]() |
წმინდა სააკ (საჰაკ) პართევ კათოლიკოსის დღესასწაული
წმინდა კათოლიკოსი სააკ პართევი კათოლიკოს ნერსეს დიდის შვილი იყო, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის საგვარეულოს ბოლო წარმომადგენელი, რომელიც 387 წლიდან დაწყებული 52 წელი იყო სომეხთა კათოლიკოსი. იგი იყო განათლებული და გამოცდილი მუსიკალურ, რიტორიკულ ხელოვნებებში, ფილოსოფიასა და ენათმეცნიერებაში, სააკ პართევმა დიდი სარგებლობა მოუტანა სომხური ეროვნული კულტურის განვითარებას, იყო სომხური ანბანის შექმნის აპოლოგეტი, მესროპ მაშტოც ვარდაპეტთან ერთად გახდა სომხური დამწერლობისა და საეკლესიო ლიტერატურის დამფუძნებელი. ასო-ნიშნების გამოგონების შემდეგ წმინდანები საჰაკი და მესროპი იწყებენ ბიბლიის თარგმნას და ისე სრულყოფილად ასრულებენ ამას, რომ ბიბლიის სომხურ თარგმანს საუკუნეების შემდეგაც კი „ ბიბლიების თარგმანთა დედოფალი“ ეწოდება. აღნიშნის თარიღი26.01.2008 |