ძირითადი ბარეკენდეანი
ჩვეულებრივ ბარეკენდანი ეწოდება ერთკვირიანი მარხვებისა და დიდი მარხვის წინა დღეებს. ბარეკენდანზე ნებადართულია ზომიერი სიამოვნებები, ქეიფები, თამაშები და სხვადასხვა კერძები, ელიასადმი მიმართული ანგელოზის სიტყვის დასკვნად, "ადექ, ჭამე, იმიტომ, რომ დიდი გზა გვაქვს გასავლელი" (გ, მეფობა 19:7). „ბარეკენდანი“ სიტყვასიტყვით ნიშნავს "ცოცხლად ყოფნას, კეთილ ცხოვრებას" . დიდი მარხვის ბარეკენდანს ეწოდება ძირითადი ბარეკენდანი, ვინაიდან იგი წინ უსწრებს ყველაზე გრძელ მარხვას. ბარეკენდანი ადამიაინის ბედნიერების ხსოვნაა, რომელსაც სამოთხეში განიცდიდნენ ადამი და ევა. ის არის ედემური ცხოვრების მაგალითი, სადაც ადამიანი პრივილიგებური იყო, უფლება ჰქონდა მიერთვა ყველა ნაყოფი, გარდა სიკეთისა და ბოროტების - ცოდვის ხის ნაყოფისა, რომელიც მარხვის სიმბოლოა. ბარეკენდანი სათნოების გამოხატულებაა.
აღნიშნის თარიღი
03.02.2008 22.02.2009 14.02.2010 06.03.2011 19.02.2012 10.02.2013 02.03.2014 15.02.2015 07.02.2016 26.02.2017 11.02.2018 03.03.2019 23.02.2020 14.02.2021 27.02.2022 19.02.2023 11.02.2024 02.03.2025 15.02.2026 07.02.2027 27.02.2028 11.02.2029 03.03.2030
|