1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმინდა გურის, წმინდა სამუნას, წმინდა აბიბ დიაკვნების, რომანოზ განდეგილის, წმინდა ყრმა  აღმსარებლის და წმინდა იუსტინე  ჯარისკაცის ხსენების დღე

 

წმინდა გური და წმინდა სამუნა  ორი ედესელი  მღვდელია. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს  ისინი, როგორც ქრისტიანები, დააპატიმრეს, მიიყვანეს ქალაქის  მოსამართლესთან და უბრძანეს კერპებისა  და იმპერატორის სურათის წინ თაყვანის ცემა. მათ უარი განაცხადეს, რის გამოც თავი  მოჰკვეთეს    IV საუკუნეში.
დიაკვანი წმინდა აბიბი მსახურობდა  ედესის ეკლესიაში, IV საუკუნის დასაწყისში. ქრისტიანთა დევნის დროს ის დადიოდა   სოფლებში, ქადაგებდა ღვთის სიტყვას და ამხნევებდა მათ, ვისაც დევნიდნენ. ამის შესახებ გაიგო   იმპერატორმა ლიკიანემ, ბრძანა მისი დაპატიმრება. მას ქრისტეს რწმენაზე უარი ვერ ათქმევინეს, ამის შემდეგ  მოსამართლემ  მისი ცეცხლზე დაწვის ბრძანება გასცა.   წმინდანმა ილოცა, მერე ცეცხლში ჩავარდა და 312 წელს აღასრულა სიცოცხლე.  
დიოკლეტიანეს დევნის პერიოდში სასულიერო პირი სახელად რომანოზი დააპატიმრეს და აწამეს თავისი რწმენის გამო. მან მოსამართლეს უთხრა, გაეჩერებინათ რომელიმე ბავშვი და ეკითხათ, რომელი იყო უფრო სწორი - ერთი ღმერთის თაყვანისცემა, თუ მრავლისა. ასეც მოიქცნენ, ერთ გამვლელ ბავშვს ჰკითხეს, მან კი უპასუხა, ღმერთი ერთი უნდა იყოსო. ეს შემთხვევა მოხდა 304  წელს.
წმინდა ჯარისკაცი იუსტინე დიოკლეტიანე იმპერატორის დროს აწამეს. იგი იყო სამხედრო, იმპერატორის ახლობელი, ქრისტეს რწმენის გამო კისერზე ქვა ჩამოკიდეს და წყალში ჩაძირეს.

აღნიშნის თარიღი

13.11.2008
12.11.2009
11.11.2010
10.11.2011
15.11.2012
14.11.2013
13.11.2014
12.11.2015
10.11.2016
16.11.2017
15.11.2018
14.11.2019
12.11.2020
11.11.2021
10.11.2022
16.11.2023
14.11.2024
13.11.2025
12.11.2026
11.11.2027
16.11.2028
15.11.2029
14.11.2030