![]() |
![]() |
![]() |
წმინდა გურის, წმინდა სამუნას, წმინდა აბიბ დიაკვნების, რომანოზ განდეგილის, წმინდა ყრმა აღმსარებლის და წმინდა იუსტინე ჯარისკაცის ხსენების დღე
წმინდა გური და წმინდა სამუნა ორი ედესელი მღვდელია. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს ისინი, როგორც ქრისტიანები, დააპატიმრეს, მიიყვანეს ქალაქის მოსამართლესთან და უბრძანეს კერპებისა და იმპერატორის სურათის წინ თაყვანის ცემა. მათ უარი განაცხადეს, რის გამოც თავი მოჰკვეთეს IV საუკუნეში.
დიაკვანი წმინდა აბიბი მსახურობდა ედესის ეკლესიაში, IV საუკუნის დასაწყისში. ქრისტიანთა დევნის დროს ის დადიოდა სოფლებში, ქადაგებდა ღვთის სიტყვას და ამხნევებდა მათ, ვისაც დევნიდნენ. ამის შესახებ გაიგო იმპერატორმა ლიკიანემ, ბრძანა მისი დაპატიმრება. მას ქრისტეს რწმენაზე უარი ვერ ათქმევინეს, ამის შემდეგ მოსამართლემ მისი ცეცხლზე დაწვის ბრძანება გასცა. წმინდანმა ილოცა, მერე ცეცხლში ჩავარდა და 312 წელს აღასრულა სიცოცხლე. დიოკლეტიანეს დევნის პერიოდში სასულიერო პირი სახელად რომანოზი დააპატიმრეს და აწამეს თავისი რწმენის გამო. მან მოსამართლეს უთხრა, გაეჩერებინათ რომელიმე ბავშვი და ეკითხათ, რომელი იყო უფრო სწორი - ერთი ღმერთის თაყვანისცემა, თუ მრავლისა. ასეც მოიქცნენ, ერთ გამვლელ ბავშვს ჰკითხეს, მან კი უპასუხა, ღმერთი ერთი უნდა იყოსო. ეს შემთხვევა მოხდა 304 წელს. წმინდა ჯარისკაცი იუსტინე დიოკლეტიანე იმპერატორის დროს აწამეს. იგი იყო სამხედრო, იმპერატორის ახლობელი, ქრისტეს რწმენის გამო კისერზე ქვა ჩამოკიდეს და წყალში ჩაძირეს. აღნიშნის თარიღი13.11.2008 |