1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

მთავარ საკატედრო  წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაული

 

შოღაკათის დღესასწაული მთავარ საკათედრო ტაძრის წმინდა ეჯმიაწინის ახლად გახსნის დღესასწაულია. ისტორიკოს აგათანგეღოსის გადმოცემის თანახმად, წმ. გრიგორს ქრისტე გამოეცხადა ზეციდან, რომელმაც მიწას მეხი სტყორცნა ოქროს ჩაქუჩით, ტაძრის ასაშენებელი ადგილის მისათითებლად. შესაბამისად, პატრიარქმა ეკლესიასა და თვით ქალაქსაც სახელად ეჯმიაწინი დაარქვა, რაც ნიშნავს: ”ადგილი სადაც მხოლოდშობილი დაეშვა”. წმიდანის ამ ხილვას ეწოდება „შოღაკათ“ (სინათლის წვეთი), ვინაიდან წმინდა გრიგოლ განმანათლებელი ხედავს, თუ როგორ დაეწვეთა ციდან  სინათლის სხივი. მთავარი საკათედრო ტაძარი წმინდა ეჯმიაწინი      იკურთხა 303 წელს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე.  სომეხთა ეკლესია ყოვლადწმინდა   ღვთისმშობლის მიძინების  წინა შაბათს აღნიშნავს შოღაკათის დღესასწაულს.  1700 წლის განმავლობაში სომეხთათვის სანუკვარ  მოსალოცად ქცეული მთავარი საკათედრო ტაძარი წმინდა ეჯმიაწინი სომხური წმინდა  სამოციქულო ეკლესიის რწმენის   აკვანი და   წმიდათა წმიდა ადგილია თავისი სულიერი, ეროვნული და ისტორიული მნიშვნელობით, დაარსებული ღმერთის მხოლოდშობილი ძის მიერ. წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ხილვით ღმერთი ჩამოვიდა ჩვენს სამოთხე ქვეყანაში და იწინასწარმეტყველა სომეხი ხალხის    მომავალი, როგორც ერთი რჩეული ხალხისა, რომელმაც პირველმა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა  და გულით მიიღო ზეციური მამის სიყვარულის მოძღვრება.

აღნიშნის თარიღი

25.05.2008
14.06.2009
06.06.2010
26.06.2011
10.06.2012
02.06.2013
22.06.2014
07.06.2015
29.05.2016
18.06.2017
03.06.2018
23.06.2019
14.06.2020
06.06.2021
19.06.2022
11.06.2023
02.06.2024
22.06.2025
07.06.2026
30.05.2027
18.06.2028
03.06.2029
23.06.2030