1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმინდა ტრდატ მეფე, წმინდა დედოფალი აშხენი და მეფის ასული წმინდა ხოსროვიდუხტი

 

ტრდატი ხოსროვ პირველის ვაჟია, არშაკუნიანთა გვარიდან. აღზრდა-განათლება მიიღო რომში, შემდეგ იმპერატორ დიოკლეტიანეს ძალისხმევით სომხეთის ტახტზე ავიდა. დაქორწინდა ალანთა მეფის ასულ აშხენზე.
ტრდატის სახელს უკავშირდება 301 წელს სომხეთში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება.  
ტრდატ მეფე,   დედოფალი აშხენი და მეფის ასული   ხოსროვიდუხტი  დიდად დაეხმარნენ გრიგოლ განმანათლებელს სომხეთში ქრისტიანობის გავრცელებისა და განმტკიცების საქმეში. მათ სამივემ მონაწილეობა მიიღეს მთავარ საკათედრო „სურბ ეჯმიწინის“ მშენებლობაში.
მეფე ტრდატი მოხუცებულობისას განმარტოვდა და სეპუჰის მთაზე განმანათლებლის სენაკში ცხოვრობდა, შემდეგ მოიწამლა და გარდაიცვალა 330 წელს, სავარაუდოდ, ემსხვერპლა ანტიქრისტიანულად განწყობილ მთავართა შურისძიებას.
წმინდა ტრდატის ნეშტი განისვენებს თორდანში - განმანათლებლის სამარხში.
განმარტოებული ცხოვრებით გარნის ციხეში თავიანთი სიცოცხლე ღმერთს შესწირეს ასევე დედოფლმა აშხენმა და ხოსროვიდუხტმა.

აღნიშნის თარიღი

14.06.2008
04.07.2009
26.06.2010
16.07.2011
30.06.2012
22.06.2013
12.07.2014
27.06.2015
18.06.2016
08.07.2017
23.06.2018
13.07.2019
04.07.2020
26.06.2021
09.07.2022
01.07.2023
22.06.2024
12.07.2025
27.06.2026
19.06.2027
08.07.2028
23.06.2029
13.07.2030