1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

დიდი ხუთშაბათი

 

ვნების შვიდეულის ხუთშაბათი დღე, .. "დიდი ხუთშაბათი",   დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა ბანვას, საიდუმლო სერობას, გეთსამანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ. უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს, დაადგინა. ყველა ქრისტიანი უნდა ეცადოს, რომ დიდ ხუთშაბათს უზიარებელი არ დარჩეს. უფლის მაგალითით, მღვდელი ეკლესიის საკურთხეველზე მუხლმოდრეკილი ფეხებს ჰბანს 12 ბავშვს ან ეკლესიის მსახურებს და ზეთს სცხებს მათ.

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც   სახარებიდან ამოკრებილი  ნაწყვეტები იკითხება. 

არსებობს ძველი ტრადიცია, რომლის თანახმადაც, სანთელი, რომელიც  სახარების კითხვისას ხელში გვეჭირა, ასევე ანთებული უნდა წავიღოთ სახლში.

აღნიშნის თარიღი

20.03.2008
09.04.2009
01.04.2010
21.04.2011
05.04.2012
28.03.2013
17.04.2014
02.04.2015
24.03.2016
13.04.2017
29.03.2018
18.04.2019
09.04.2020
01.04.2021
14.04.2022
06.04.2023
28.03.2024
17.04.2025
02.04.2026
25.03.2027
13.04.2028
29.03.2029
18.04.2030

დიდი ხუთშაბათი