1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმინდა აბგარ პირველ მოწამის და ქრისტეს მორწმუნე ჩვენი პირველი მეფის ხსენების დღე

 

გადმოცემის თანახმად, წმინდა აბგარი პირველი საუკუნის პირველი ქრისტიანი მეფეა, პართევ არშაკუნიანთა არშამის ვაჟი. მას უწოდებდნენ „ხუცეს კაცს“, ვინაიდან იყო ბრძენი და გენიალური ადამიანი. მის შესახებ წერდნენ მოვსეს ხორენაცი, მოვსეს ასურელი და ბერძენი ისტორიკოსები.

მეფე აბგარმა ედესა ქალაქი გააშენა იქ, სადაც სომხური ჯარი იცავდა ევფრატის დელტას რომაელებისაგან. შემდეგ მეფე აბგარმა მწბინიდან ედესაში გადაიტანა სამეფო კარი, ყველა კერპი. მისი მეფობის დროს მოევლინა სამყაროს მაცხოვარი იესო ქრისტე. როცა გაიგო იესოს სასწაულებისა და სასწაულმოქმედებების შესახებ, აბგარმა ირწმუნა იესო და წერილი-თხოვნა გაუგზავნა იერუსალიმში - მაცხოვარს, რომ იგი მოსულიყო და განეკურნა იგი.

ამ დროს მეფე აბგარი მძიმედ იყო ავად. საპასუხო წერილში ეწერა, რომ ქრისტეს იერუსალიმში ჯერ საქმეები ჰქონდა დაუმთავრებელი, მის სამკურნალოდ კი აუცილებლად გამოგზავნიდა თავის მოწაფეს. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ წმინდა თადეოზ მოციქული ედესაში ჩამოვიდა, განკურნა აბგარი, ქალაქის ყველა ავადმყოფი და სნეული, იქადაგა სახარება და მისი საქმის გამგრძელებლად დანიშნა ადე მეაბრეშუმე. იესომ წმინდა აბგარს გაუგზავნა ასევე თავისი ხელთუქმნელი ხატი, რომელიც დიდხანს ინახებოდა ედესაში, შემდეგ - სხვადასხვა ეკლესიაში. ამ ყველაფრის შემდეგ წმინდა მეფე აბგარმა წერილები მისწერა იმპერატორ ტიბერიუსს, ასურეთის მეფე ნერსეს და მათ მოუწოდებდა, რომ ეღიარებინათ იესო ქრისტე, როგორც მხსნელი და ღმერთი. სავარაუდოდ, წმინდა აბგარი გარდაიცვალა პირველი საუკუნის პირველ ნახევარში.

აღნიშნის თარიღი

20.12.2008
19.12.2009
21.12.2010
06.12.2011
04.12.2012
21.12.2013
20.12.2014
19.12.2015
06.12.2016
05.12.2017
04.12.2018
21.12.2019
19.12.2020
21.12.2021
06.12.2022
05.12.2023
21.12.2024
20.12.2025
19.12.2026
21.12.2027
05.12.2028
04.12.2029
21.12.2030