1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმინდა ანდრია და წმინდა ფილიპე მოციქულთა ხსენების დღე

 

გადმოცემის თანახმად, სანამ იესო ქრისტეს მიმდევარი გახდებოდა, წმინდა ანდრია    იყო წმინდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფე. ანდრია პირველწოდებული იყო იესოს პირველი მოწაფე (მათ.4:18). თავიდან მოციქული ქადაგებდა იუდეას სამარიაში, ასევე ღაზაში. ღაზადან გადავიდა პალესტინის ქალაქ ლიდაში, შემდგომ გადავიდა ანტიოქიაში და იქედან ედესაში. უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, ქალაქი პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი   კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ დალოცა მის წინ შეკრებილი მორწმუნეები და მიაბარა თავისი ნეტარი სული ღმერთს.   
ფილიპე მოციქული,   თორმეტ მოციქულთაგანია, წარმოშობით გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო. წმინდა მოციქულის იოანე ნათლისმცემლის თანამემამულე  და  მოწაფე. ქადაგებდა მცირე აზიაში და როდესაც მოციქული ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლში ჩავიდა, იქ წარმართებმა აწამეს. ფილიპე მოციქული ჯვარზე აღესრულა.  
სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა ანდრია და წმინდა ფილიპე მოციქულთა ხსენების დღეს აღნიშნავს ჯვართამაღლების მეცხრე კვირის მომდევნო შაბათ დღეს.

აღნიშნის თარიღი

15.11.2008
14.11.2009
13.11.2010
12.11.2011
17.11.2012
16.11.2013
15.11.2014
14.11.2015
12.11.2016
18.11.2017
17.11.2018
16.11.2019
14.11.2020
13.11.2021
12.11.2022
18.11.2023
16.11.2024
15.11.2025
14.11.2026
13.11.2027
18.11.2028
17.11.2029
16.11.2030