1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
FEASTS ПРАЗДНИКИ

მოწამეების წმინდა ლუკიანე მღვდლის, წმინდა ტარაქოს, წმინდა პრობოს და წმინდა ანდრონიკესა და  წმინდა პავლე მოციქულის მოწაფის წმინდა ონისიმეს ხსენების დღე

 

ანტიოქიის მღვდელი ლუკიანე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა  III საუკუნის ბოლოს  და IV საუკუნის დასაწყისში.  მშობლების გარდაცვალების შემდეგ   მამის ქონება ღარიბებს დაურიგა და თავი მთლიანად ბიბლიის შესწავლას მიუძღვნა. არსებობს მოსაზრება, რომ ახალი აღთქმა ლუკიანეს კორექტირებულია.
ანტიოქიაში სასულიერო სკოლა დააარსა, მაგრამ მაქსიმინუსის დევნის დროს    იგი დააპატიმრეს და გადაასახლეს ნიკომიდიაში,   ციხეში იმყოფებოდა ცხრა წლის განმავლობაში, 312 წელს კი თავი  მოჰკვეთეს.
წმინდა ტარაქო, წმინდა პრობო და წმინდა ანდრონიკე  ჯარისკაცები  განუყრელი მეგობრები იყვნენ. მათაც დევნიდნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქრისტეს რწმენის მიმდევრობისათვის, ისინი დააკავეს და აწამეს ქალაქ ტარსონსა და ანაბარზაში.  მათ თავი მოჰკვეთეს   ქალაქ ანაბარზაში  304 წელს.
წმინდა ონისიმე   გაქცეული მონა იყო. ის რომში დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს, სადაც მან გაიცნო   პავლე მოციქული, მისი ხელით მოინათლა. წმინდა პავლე მოციქული მას წერილს აძლევს, რითაც ონისიმე ყოფილი   ბატონისგან პატიებას და თავისუფლებას იღებს. წმინდა ონისიმე    ყველგან დაყვება წმინდა პავლეს, მისი სიკვდილის შემდეგ კი ქადაგებს ესპანეთში, საბერძნეთსა და მცირე აზიაში. ღრმა მოხუცებულობის ასაკში   ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად, ტრაიანეს დევნის დროს იგი დააპატიმრეს, ქვებით ჩაქოლეს და თავი მოჰკვეთეს.

აღნიშნის თარიღი

25.11.2008
24.11.2009
30.11.2010
29.11.2011
27.11.2012
26.11.2013
25.11.2014
24.11.2015
29.11.2016
28.11.2017
27.11.2018
26.11.2019
24.11.2020
30.11.2021
29.11.2022
28.11.2023
26.11.2024
25.11.2025
24.11.2026
30.11.2027
28.11.2028
27.11.2029
26.11.2030