1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმინდა კლემენტ პატრიარქის და წმინდა ბაგრატ ტავრომენელი  ეპისკოპოსის ხსენების დღე

 

პატრიარქი წმინდა კლემენტი პირველია "სამოციქულო მამებს" შორის, რომლის ნაწერებიდან ვიგებთ  ჩვენი წელთაღრიცხვის  I-II საუკუნეების ქრისტიანული ტრადიციების,   ღვთისმეტყველების და ეკლესიის ისტორიის    შესახებ. წმინდა კლემენტი რომში   შეხვდა წმინდა პეტრე მოციქულს, რომლის ქადაგების შედეგად  მოინათლა, ხელდასხმულ იქნა და   92 წელს  გახდა რომის ეპისკოპოსი.
ტავრომენელი ეპისკოპოსი  წმინდა ბაგრატი სიველიის განმანათლებელია. იყო   პეტრე მოციქულის მოწაფე, ვის მიერაც ხელდასხმულ იქნა და გაიგზავნა სიველიაში.  იგი გახდა ქალაქ ტავრომენეს  ეპისკოპოსი  და მისი ქადაგების წყალობით  გაუქმდა  კერპთაყვანისმცემლობა, მაგრამ ქალაქის ერთმა დიდგვაროვანმა, რომელიც თავგამოდებული კერპთაყვანისმცემელი იყო,  ლოცვის დროს მოკლა იგი. ქალაქის მთავარმა  დასაჯა ბოროტმოქმედი, წმინდანის სხეული კი დიდი პატივით დაასვენეს კიდობანში, რომ  ყველას მფარველი და დამხმარე ყოფილიყო.
სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა კლემენტ პატრიარქისა და წმინდა ბაგრატ ტავრომენელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს ორმოცდაათდღიანი მარხვის პირველი კვირა დღის მომდევნო ხუთშაბათს.

აღნიშნის თარიღი

27.11.2008
26.11.2009
02.12.2010
01.12.2011
29.11.2012
28.11.2013
27.11.2014
26.11.2015
01.12.2016
30.11.2017
29.11.2018
28.11.2019
26.11.2020
02.12.2021
01.12.2022
30.11.2023
28.11.2024
27.11.2025
26.11.2026
02.12.2027
30.11.2028
29.11.2029
28.11.2030