![]() |
![]() |
![]() |
ღირსი ქალწულმოწამე თეკლეს, ბარბარეს და პელაგეას ხსენების დღე
ღირსი ქალწულმოწამე თეკლე (პირველი საუკუნე) რომის მახლობლად მდებარე მონასტერში ცხოვრობდა. 18 წლის ასაკში მოისმინა პავლე მოციქულის ქადაგება და მოიქცა. მან გადაწყვიტა გაუთხოვარი დარჩენილიყო და ქრისტიანობის ქადაგებით გაეტარებინა სიცოცხლე. ქალწულის დედა ქალიშვილის გადაწყვეტილებაზე განრისხდა და მისი დაწვა დააპირა, წვიმამ ხელი შეუშალა, ცეცხლი არ გაჩაღდა, მაშინ იგი მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მხეცებმა მას ზიანი არ მიაყენეს. კილიკიის ქალაქ სელევკიის მახლობლად მონასტერში განცალკევდა და ცხოვრება მიუძღვნა სახარების ქადაგებას, ავადმყოფების მოვლას, იცოცხლა 90 წელი.
წმინდა ვარვარა (დაახლოებით 306) წამებულ იქნა იმპერატორ მაქსიმიანეს დროს, ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში. მან მოისმინა თავისი მშობლიური ქალაქის ქრისტიანთა ქადაგება და იქაც მოინათლა. მან თავიანთი სახლის გარემონტებისას გასცა განკარგულება, რომ ერთი ფანაჯარა ჯვრის ფორმით გაეკეთებინათ, რისთვისაც წარმართულმა მამამ აწამა. დიდი ხნის სახლში გამოკეტვის შემდეგაც კი იგი ერთგული დარჩა თავისი რწმენისა, რისთვისაც სასამართლოს განაჩენით მას თავი მოკვეთეს. ცოტა ხნის შემდეგ, მოსამართლეს და ქალიშვილი მამას მეხი დაეცათ და სასტიკად დაიწვნენ. წმინდა პელაგეა ტარსელი († 290), მდიდარი და კეთილშობილი ოჯახის შვილის იყო, იმპერატორ დიოკლეტიანეს თანამედროვე. იგი მოინათლა, თავისი ძვირადღირებული ტანსაცმელი გაყიდა და ღარიბებს და გაჭირვებულებს დაურიგა. მან უარი თქვა იმპერატორ დიოკლეტიანეს შვილობილზე გათხოვებაზე. როგორც ქრისტიანი იგი იმპერიულ სასამართლოს მიაბარეს, აწამეს, მაგრამ უარი არ თქვა რწმენაზე და დაწვეს ცხელ ღუმელში. აღნიშნის თარიღი07.10.2008 |