1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმინდა მოციქულების ანანიას,   მატათას,  ბარნაბას, ფილიპეს, იოანეს და სილას   ხსენების დღე

 

წმინდა ანანია ერთ-ერთია იესოს 72 მოსწავლეთაგან. ღვთის ბრძანებით, სწორედ მან მონათლა ქრისტიანთა მდევნელი სავლე, მომავალი პავლე მოციქული. განსაცდელების მიუხედავად, ანანია გაბედულად და გაცხადებულად  ქადაგებდა ქრისტიანობას იუდეველებსა და წარმართებს შორის. დამასკოდან იგი ელეფთეროპოლში გადავიდა სახარების სწავლებით და იქ მრავალი სნეული განკურნა. ქალაქის თავი, ლუკიანე შეეცადა, წმინდანი კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ ჯალათებმა მისი ბრძანებით სასტიკად აწამეს ქრისტეს მხნე აღმსარებელი. ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვებით ჩაქოლეს.  
წმინდა მატათა იმ მოსწავლეთაგან ერთია, რომელიც ყოველთვის მასთან ერთად იყო, მისი  ნათლისღებიდან  ამაღლებამდე. იგი მოციქულად იქნა არჩეული იუდას    ნაცვლად (იხილეთ საქმენი: 1:21-23).
წმინდა მოციქული ბარნაბაც  ქრისტეს ერთ-ერთია 72 მოსწავლეთაგან.  დაიბადა კუნძულ კვიპროსზე. მშობლებმა მას იოსები დაარქვეს, შემდეგ მოციქულებმა მას ბარნაბა დაარქვეს, რაც  „ნუგეშის ძეს“ ნიშნავს. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მან გაყიდა კუთვნილი მიწები და მიღებული საზღაური  მოციქულთა ფეხთით დადო.  იგი სწავლობდა და მეგობრობდა პავლე მოციქულთან. იგი აწამეს ქალაქ სალამინაში, ებრაელებმა ქვებით ჩაქოლეს, შემდეგ ცხედარი აგიზგიზებულ ცეცხლში ჩააგდეს.   
ფილიპეც ქრისტეს   12 მოციქულთაგან ერთია,  წარმოშობით ბეთსაიდის გალილეიდან. ივარაუდება, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემლის მოსწავლე იყო. მაგრამ უფალმა იხმო იგი. მან უფლის სიტყვა იქადაგა საბერძნეთში, სირიაში, ფრიგიაში, სადაც  უამრავი სასწაული მოახდინა. გადმოცემის თანახმად, იყო წამებული იერაპოლში, იგი თავდაყირა ჯვარს აცვეს.   
წმინდა იოანე, ანუ უფლის საყვარელი მოციქული, იესოს   12 მოწაფეთაგანია, ბოლო სახარების ავტორი. თავიდან ის  წმინდა იოანე ნათლისმცემლის  მოსწავლე იყო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ იგი გაემგზავრა ეფესოში და მცირე აზიის სხვადასხვა ქალაქში ქრისტიანობას ქადაგებდა. იმპერატორ დომეტიანეს დროს იგი აწამეს და გადაასახლეს კუნძულ პატმოსზე, სადაც მან დაწერა ახალი  აღთქმის ბოლო წიგნი "გამოცხადება". იგი არის   ერთადერთი მოციქული, რომელიც გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.
წმინდა სილა მოღვაწეობდა   პავლე მოციქულთან ერთად. ამ  ებრაული სახელის ბერძნული ფორმა სილვანოსია. საპყრობილეში ჩასვეს წმინდა პავლესთან ერთად, მაგრამ გათავისუფლდა და გააგრძელა   ღვთის სიტყვის გავრცელება. მის სიკვდილის შესახებ ზუსტი ცნობები არ არის დაცული.
სომხური წმინდა სამოციქულო ეკლესია ყველა ზემოჩამოთვლილი წმინდანის ხსენების დღეს აღნიშნავს ჯვართამაღლების შემდეგ მეხუთე კვირა დღის მომდევნო სამშაბათს.

აღნიშნის თარიღი

14.10.2008
13.10.2009
12.10.2010
11.10.2011
16.10.2012
15.10.2013
14.10.2014
13.10.2015
11.10.2016
17.10.2017
16.10.2018
15.10.2019
13.10.2020
12.10.2021
11.10.2022
17.10.2023
15.10.2024
14.10.2025
13.10.2026
12.10.2027
17.10.2028
16.10.2029
15.10.2030