![]() |
![]() |
![]() |
ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 318 პატრიარქის ხსენების დღე
ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა 325 წელს იმპერატორ კონსტანტინე დიდის ბრძანებით, კონსტანტინოპოლის მახლობლად, ქალაქ ნიკეაში. კრებას ესწრებოდა საერთო ეკლესიის 318 გამოჩენილი პატრიარქი. ისინი შეიკრიბნენ, რათა ბოლო მოეღოთ ალექსანდრიის პატრიარქ ალექსანდრესა და არიოზს შორის არსებული დავისათვის. წინააღმდეგ მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის დოგმისა, რომლის მიხედვითაც ძე ღმერთი (იესო ქრისტე) მამა ღმერთის ერთარსი და თანასწორია, არიანელობის თანახმად, ქრისტე დასაბამიდან მამა ღმერთთან ერთად არ არსებობდა, იგი შემდგომ შეიქმნა ადამიანის მსგავსად. ქრისტეში, ერთსა და იმავე დროს ღმერთიც არის და ადამიანიც, ჭარბობს ადამიანურობა. კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ საბოლოოდ დაგმო არიანელობა. არიოზი, ისევე, როგორც გნოსტიკოსები, უარყოფდნენ ქრისტეს ღვთაებრიობას. არიოზს მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდა (იხ. არიანელობა). ალექსანდრიის პატრიარქმა ალექსანდრემ არიოზი ღვთისგმობაში დაადანაშაულა. აღნიშნის თარიღი06.09.2008 |