![]() |
![]() |
![]() |
ეფესოს წმინდა კრების 200 პატრიარქის ხსენების დღე
ეფესოს მსოფლიო საელესიო კრება გაიმართა ეფესოში 431 წელს იმპერატორ თეოდოსი მცირის ზეობაში, მასში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ იქნა 200 ეპისკოპოსი. კრება მოიწვიეს კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ნესტორის ცრუსწავლების განსასჯელად. შემოკრებილმა მღვდელმთავრებმა დაგმეს ნესტორის მწვალებლობა (ნესტორიანელობა) და დაადასტურეს მართლმადიდებლური სწავლება იმის შესახებ, რომ ქრისტეს ერთ პიროვნებაში (ჰიპოსტასში) განუყოფლად და შეურევნელადაა შეერთებული ორი ბუნება - ღვთაებრივი და კაცობრივი; ყოვლადწმიდა დედა უფლისა კი უნდა განვადიდოთ, როგორც მარადქალწული და ჭეშმარიტად ღვთისმშობელი. წმიდა მამებმა გამოსცეს რვა კანონი და კირილე ალექსანდრიელის „თორმეტი ანათემატიზმი ნესტორის წინააღმდეგ“. სომეხთა ეკლესიას ამ კრებაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ წინა მსოფლიო საეკლესიო კრებებთან ერთად იღებდა მის გადაწყვეტილებებს.
აღნიშნის თარიღი09.08.2008 |