1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას , მენელსაცხებლე დედების ხსენების დღე

 

ხსენების დღე დღეწმიდა იოაკიმე და ანა იუდეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმიდა იოაკიმე დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იყო, ანა კი ლევიტელთა ტომიდან. წმიდა იოაკიმე, ჩვეულებრივ, თავისი შრომის ნაყოფს სამად ყოფდა: ერთ ნაწილს ღმერთს სწირავდა - უფლის საკურთხეველთან მიჰქონდა, მეორეს გლახაკებს უნაწილებდა და მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისი სახლეულობის შესანახად.
წმიდა იოაკიმე და ანა უშვილონი იყვნენ. უნაყოფობა ძველ აღთქმაში ღვთის კურთხევის მოკლებად, ღვთისგან მოვლენილ უმძიმეს სასჯელად მიიჩნეოდა. წმიდა იოაკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერწობის გამო მეუღლე გაეშვა და სხვა შეერთო, მაგრამ სულიერად ის სჯულზე მაღლა იდგა. ღმერთმა წყალობით გადმოხედა ცოლ-ქმარს და იშვა "პალატი ცათა მეუფისა" - ყოვლადწმიდა ქალწული, ღვთისმშობელი მარიამი.
მშობლები სამი წელიწადს ზრდიდნენ ასულს, შემდეგ კი, დადებული აღთქმის თანახმად, იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და უფალს შესწირეს. წმიდა იოაკიმემ ამის შემდეგ, სულ რამდენიმე წელიწადს იცოცხლა და, ოთხმოც წლის ასაკს მიღწეული, მშვიდობით მიიცვალა. მეუღლის მიცვალების შემდეგ ანა იერუსალიმში გადასახლდა და ტაძართან, თავისი ასულის სიახლოვეს ცხოვრობდა. მალე, ორ წელიწადში, ისიც მიიცვალა - სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში.
წმიდა ეკლესია წმიდათა და მართალთა, იოაკიმესა და ანას, ღვთისმსობლის შობის მეორე დღეს იხსენიებს, რათა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ ჯეროვანი პატივი მიაგოს მის მშობლებსაც. როგორც იესო ქრისტეს ხორციელი წინაპრები, ისინი იწოდებიან "მშობლებად ღმრთისა" და ყოველი საეკლესიო მსახურების ბოლოს, ჩამოლოცვაში, მორწმუნენი მეოხებას ითხოვენ. ეკლესოა იხსენიებს ასევე მენელესაცხებლე დედებს, ანუ იმ ქალებს, რომლებიც დილაადრიანად მივიდნენ ქრისტეს საფლავთან, რათა მისი სხეული დაკრძალვისთვის მოემზადებინათ. აქ კი მისი აღდგომის პირველი მოწმეები გახდნენ. სახარების მიხედვით ქრისტე პირველად მათ ეცხადება   და ეუბნება:  „გიხაროდენ“. მათ აგზავნის მოციქულებთან აღდგომის მაცნეებად.

აღნიშნის თარიღი

26.08.2008
25.08.2009
24.08.2010
23.08.2011
21.08.2012
27.08.2013
26.08.2014
25.08.2015
23.08.2016
22.08.2017
21.08.2018
27.08.2019
25.08.2020
24.08.2021
23.08.2022
22.08.2023
27.08.2024
26.08.2025
25.08.2026
24.08.2027
22.08.2028
21.08.2029
27.08.2030