![]() |
![]() |
![]() |
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სარტყლის აღმოჩენის ხსენების დღე
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სარტყლის აღმოჩენა ერთ-ერთი დღესასწაულია სომხური მართლმადიდებლური წმინდა სამოციქულო ეკლესიის ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ შვიდ დღესასწაულთაგან და გვიჩვენებს სომეხი ხალხის სულიერ ცხოვრებაში ყოვლადწმიდა ქალწულის მნიშვნელოვან როლსა და ადგილს. იგი, როგორც დედობისა და სათნოების სრულყოფილების მაგალითი, საუკუნეების მანძილზე ამ თვისებებით ქმნიდა და აყალიბებდა სომეხი ქალის სახეს, ამავდროულად სასწაულმოქმედებებით დღესაც აგრძელებს თავის ცოცხალ არსებობას და ზემოქმედებას ჩვენს ცხოვრებაზე. სომხურ სინამდვილეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სარტყლის აღმოჩენის დღესასწაული 1774 წელს დააწესა პატრიარქმა სიმონ ერევანციმ, და ეს დღე შეიტანა თავის გამოქვეყნებულ კალენდარში.
აღნიშნის თარიღი31.08.2008 |