1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმინდა  წინასწარმეტყველების ეზეკიელისა და ზაქარიას -   იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღე

 

წინასწარმეტყველება ძველი აღთქმის მნიშვნელოვანი  მოვლენაა.   წინასწარმეტყველი არის პირი, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან,   ბიბლიური  სიტყვით "ღმერთთან ისაუბრა“. უფალი ხშირად მიმართავდა ისრაელთ განსაკუთრებული მოწოდების ადამიანთა - წინასწარმეტყველთა პირით. ისინი მხოლოდ მომავლის მაცნენი არ იყვნენ. ღმერთი დროდადრო აგზავნიდა თავის რჩეულებს ებრაელთა შორის, რათა მათ ღვთის გამოცხადებით ეუწყებინათ ხალხისათვის მისი ნება, გაეფრთხილებინათ, აეცილებინათ ცოდვისა და კერპთაყვანისცემისაგან და დაემოწმებინათ ღვთის დიადი საქმეები წარსულსა და მომავალში. წინასწარმეტყველნი ხშირად მაშინ გამოდიოდნენ, როდესაც ხალხი, მეფენი, მღვდლები ცდებოდნენ და უფლის გზიდან გადაუხვევდნენ ხოლმე, როდესაც ებრაელთა ორივე სამეფოს ემუქრებოდა ომები, შიმშილი, თუ სხვა უბედურებანი.  ისინი წინასწარმეტყველებდნენ მესიის მოსვლას, მის სიკვდილს ისრაელისა და მთელი კაცობრიობის გადასარჩენად, მის მკვდრეთით აღდგომას; ლაპარაკობდნენ ნათელი მომავლის დღეებზე, როდესაც მესია მეორედ მოვა და იმეფებს. ზოგიერთი მათგანი წინასწარმეტყველურ წიგნებსაც წერდა. ბიბლია 17 ასეთ წიგნს შეიცავს. ისინი თექვსმეტმა წინასწარმეტყველმა დაწერა

აღნიშნის თარიღი

02.09.2008
01.09.2009
31.08.2010
30.08.2011
28.08.2012
03.09.2013
02.09.2014
01.09.2015
30.08.2016
29.08.2017
28.08.2018
03.09.2019
01.09.2020
31.08.2021
30.08.2022
29.08.2023
03.09.2024
02.09.2025
01.09.2026
31.08.2027
29.08.2028
28.08.2029
03.09.2030