1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმინდა იოანე ნათლისმცემლის და მართალი იობის ხსენების დღე

 

იოანე ნათლისმცემელი  სახარებებში იესო ქრისტეს შემდეგ უდიდესი პირი და მთავარი მოღვაწეა. იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი, რომელმაც მესიის (ქრისტეს) მოსვლა იწინასწარმეტყველა. ცხოვრობდა უდაბნოში, ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მოუწოდებდა ხალხს მონანიებისაკენ. მონათლა მრავალი ებრაელი, მონათლა ასევე იესო ქრისტე მდინარე იორდანეში.  30 წლის იყო, როცა იორდანეს ველზე ქადაგებდა, უფლის მოსვლის მოსამზადებლად. თავიდანვე მოუწოდებდა მონანიებისა და სიმართლისკენ.  
 
იობი, რომელიც ცხოვრობდა მკვდარი ზღვის მიმდებარე მთიან ტერიტორიაზე, „მართალი და ღვთისმოსავი ადამიანი იყო, ყოველგვარ ბოროტ და ცოდვილ საქმეთაგან შორს“    (იობი 1:1). ჰყავდა 7 ვაჟი და 3 ქალიშვილი, მდიდარი იყო,  უამრავი მოსამსახურე ჰყავდა, მაგრამ   სიმდიდრემ ვერ შეცვალა იგი.  მან უფლის ნებით უამრავი განსაცდელი გამოიარა. უფლის ანგელოზები   წარსდგნენ ღვთის წინაშე. სატანამ თქვა, რომ იობი მართალია, სანამ თვითონ არის უვნებელი, „თუ თვით მას შეეხება უბედურება, პირში დაგიწყებს გმობასო“. უფალმა აუწყა: „უფლებას გაძლევ, გააკეთო რაც გინდა, ოღონდ სულს ნუ შეეხები“. სატანამ საშინელი ავადმყოფობა - კეთრი შეჰყარა იობს. ვნებული იძულებული გახდა ხალხს განშორებოდა. მეგობრებმა და ნაცნობებმა მიატოვეს ერთ დროს დიდებული და სახელგანთქმული კაცი. ცოლი კი საყვედურით ეუბნებოდა: „სად არის შენი სარწმუნოება და კეთილი საქმე, რატომ არ გშველის ღმერთი? სჯობს ჰგმო იგი, იქნებ ბოლო მაინც მოგიღოსო“. მართალი იობი განსაცდელშიც უფლის ერთგული დარჩა და ერთი საყვედურიც არ დასცდენია ღვთის მიმართ.   
ამგვარი მოთმინებისთვის ღმერთმა ხელახლა დააჯილდოვა იობი. იგი სრულიად განიკურნა და უწინდელზე უფრო გამდიდრდა. გარდა ამისა, მას კვლავ მიეცა შვიდი ვაჟი და სამი ქალიშვილი.

აღნიშნის თარიღი

04.09.2008
03.09.2009
02.09.2010
01.09.2011
30.08.2012
05.09.2013
04.09.2014
03.09.2015
01.09.2016
31.08.2017
30.08.2018
05.09.2019
03.09.2020
02.09.2021
01.09.2022
31.08.2023
05.09.2024
04.09.2025
03.09.2026
02.09.2027
31.08.2028
30.08.2029
05.09.2030