![]() |
![]() |
![]() |
ხსენება ძველი კიდობანისა და ახალი წმინდა ეკლესიის დღესასწაული
ძველი აღთქმის კიდობანი ძველი აღთქმის ყველაზე დიდი სიწმინდეა, სადაც ინახებოდა ქვის ნატეხები, რომლებზეც 10 მცნება ეწერა, ასევე აარონის კვერთხი და ზეციური საკვები მანანა. ეს კიდობანი სოლომონ მეფემ ტაძრის მშენებლობისას საძირკველში მოაქცია. თუმცა როდესაც ბაბილონელების შემოსევისას ისრაელის სამეფო დაეცა, კიდობანი გაუჩინარდა. თანამედროვე გათხრებმა მისი კვალი ვერ იპოვეს იერუსალიმის ტერიტორიაზე, სოლომონის ტაძრის ადგილას. არის ვერსია, რომ კიდობანი ეთიოპიაშია და მას სამეფო გვარი იცავს. გამოთქვამდნენ ასევე ვარაუდს, რომ ბაბილონელების შემოსევისას კიდობანი უბრალოდ გაქრა. ქრისტიანული ეკლესიისთვის ის ახალი აღთქმის,, ანუ ქრისტეს ეკლესიის პროტოტიპია, რისთვისაც დაწესებულია ეს დღესასწაული.
დღესასწაული აღინიშნება ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულის წინა შაბათ დღეს. აღნიშნის თარიღი28.06.2008 |