1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ესაია წინასწარმეტყველის ხსენების დღე

 

წმინდა ესაია წინასწარმეტყველი  ძველი აღთქმის ოთხ დიდ    წინასწარმეტყველთაგან პირველია. ესაია  წინასწარმეტყველი დაიბადა და მთელი ცხოვრება გაატარა  იერუსალიმში, იწინასწარმეტყველა  მე -8 საუკუნის შუა ხანებში.  წინასწარმეტყველ  ესაიას უდიდებულესობით და ავტორიტეტით დაწერილი მცნება აქვს - ღვთის, სამართლიანობის,  ცოდვის, რელიგიის და სხვადასხვა საკითხების შესახებ. ჰქონდა  მოქნილი გონება, იყო იერუსალიმის   ოთხ მეფეთა წინამძღვარი.  განუმეორებელი  სტილითა და სულისკვეთებით დაწერილი მისი წიგნი   ძველი და ახალი აღთქმების დამაკავშირებელი რგოლია.   წმინდა  ესაიას უწოდებენ ევანგელურ წინასწარმეტყველს,   მესიის, ანუ  ქრისტეს შესახებ  ყველაზე მეტის წინასწარმეტყველების გამო. მან თავი წარადგინა როგორც  მსახური, უფლისგან გამოგზავნილი, "ღარიბების ქადაგების,   გულით ავადმყოფების განსაკურნად“. შემდგომში ამ  მისიაში უნდა ეხილა იესო ქრისტეს ის პროგრამა, რომლის განსახორციელებლადაც მოევლინა იგი ამ   სამყაროს (ლუკა 4:16-21) .  გადმოცემის თანახმად, კერპთმსახურმა მეფე მანასემ მოისურვა მისი მოკვლა და ბრძანა  დაეჭირათ იგი. ესაია ხის ფუღუროში დაიმალა, მაგრამ მტანჯველებმა იპოვეს, დაუწყეს ხეს ხერხვა და ხესთან ერთად წინასწარმეტყველიც შუაზე გადახერხეს.

აღნიშნის თარიღი

03.07.2008
23.07.2009
15.07.2010
04.08.2011
19.07.2012
11.07.2013
31.07.2014
16.07.2015
07.07.2016
27.07.2017
12.07.2018
01.08.2019
23.07.2020
15.07.2021
28.07.2022
20.07.2023
11.07.2024
31.07.2025
16.07.2026
08.07.2027
27.07.2028
12.07.2029
01.08.2030