1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმინდა კვიპრიანე ეპისკოპოსის და იუსტინე ქალწულის, ევფიმე ქალწულის და 45 მოწმის და ქრისტინე ქალწულის ხსენების დღე

 

წმ. კვიპრიანე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა III-IV საუკუნეებში, ქ. ანტიოქიაში. თავდაპირველად, იგი ეშმაკის მსახური იყო და ჯადოქრობის ძალით მოქმედებდა, თუმცა როდესაც კვიპრიანემ სცნო ეშმაკთა უძლურება, ქრისტეს გზას შეუდგა და მოწამეობრივად დაასრულა ცხოვრება. კვიპრიანემ თავის საქმიანობაში ისეთ მწვერვალებს მიაღწია, რომ ბოროტნი სულნი ხილულად ეცხადებოდნენ და ემსახურებოდნენ მას. ეშმაკთა მეუფე ლუციფერი მას თავის მეგობრად რაცხდა და გარდაცვალების შემდგომ თანამეუფებას პირდებოდა. მაგრამ ყოვლისშემძლე და გულთამხილავი უფალი სულ სხვა მსახურებისათვის ამზადებდა მას.
ერთხელ კვიპრიანესთან თხოვნით მივიდა ერთი წარმართი ყმაწვილი, ვინმე აღლადოსი. მას შეჰყვარებოდა ქრისტეანი ქალწული იუსტინე რომლისაგანაც საპასუხო გრძნობას ვერ ეწია, და ამის გამო შეწევნისათვის კვიპრიანეს მიმართა, ხოლო ეს უკანასკნელი ჯადოქრობით შეეცადა იუსტინეს დამორჩილებას, მაგრამ მისთვის საოცარი რამ მოხდა, გრძნეულებამ არ გაჭრა. რა სახის ბრძოლა არ აღუმართეს წმ. ქალწულს ძლევამოსილ მაგისგან წარგზავნილმა ბოროტმა სულებმა, მაგრამ ამაოდ.  გრძნების ძალით საშინელი სენი შეჰყარა მის ოჯახს და მთელს ქალაქს, მაგრამ აქაც იმძლავრა ქრისტესადმი რწმენამ და ქალწულის მხურვალე ლოცვამ განკურნა ყოველნი. ჯადოქარი არ სცხრებოდა და ახალ-ახალ განსაცდელებს უვლენდა იუსტინეს, მაგრამ ყოველი მისი მანქანება მორიგი მარცხით მთავრდებოდა. უკუქცეულნი და სირცხვილეულნი ეშმაკნი იძულებულნი იყვნენ ეღიარებინათ გაევფიმე ქალწულის ოგნებული კვიპრიანეს წინაშე, რომ იუსტინე მათ ჯვრის ძალით ამარცხებდა, რომელსაც ისინი ვითარცა ცეცხლს ისე გაურბოდნენ. და აი, ამ ბრძოლისაგან დაუძლურებულმა კვიპრიანემ სცნო დემონთა უძლურება, ქედი მოიდრიკა წმ. ქალწულის წინაშე და ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად აღიარა.   
სრულიად შესცვალა ცხოვრების წესი კვიპრიანემ. ეშმაკთაგან აღძრული უამრავი განსაცდელი გადაიტანა მოთმინებითა და სინანულით. მკაცრი მოღვაწეობით ცხოვრობდა იგი, რამეთუ უამრავ შეჭირვებათა უდრტვინველად გადატანით სურდა გამოესყიდა წარსული ცოდვები. ამასობაში გარდაიცვალა ქალაქის ეპისკოპოსი, რომლის ნაცვლადაც ხალხმა კვიპრიანე მოითხოვა და რადგანაც ეს ღვთის ნებაც იყო ის ეპისკოპოსად დაიდგინდა. ამ ასპარეზზეც დიდად გამოიჩინა თავი წმიდანმა. მამობრივი მზრუნველობითა და სიყვარულით ექცეოდა იგი თავის სამწსყოს, ხოლო ბრძნული სიტყვის ძალით მრავალთ მოიყვანებდა მართალ სარწმუნოებაზედ.
ჰხედავდა, რა კვიპრიანეს ქრისტესადმი ასეთ ერთგულებას მისი დაღუპვის მოსურნე სატანამ მორიგი განსაცდელი აღუმართა წმიდანს. ეშმაკის მიერ შთაგონებული ზოგიერთი წარმართნი მივიდნენ ქალაქის იმდროინდელ მმართველთან და ცილი დასწამეს კვიპრიანეს იმაში, რომ გმობდა რა წარმართულ ღმერთებს, ამასთანავე თითქოს ის ხალხს მეფისა და სხვა მმართველების წინააღმდეგ ამბოხებისაკენ მოუწოდებდა. ამის გამო ისინი ეპისკოპოსის სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ, რასაც მიაღწიეს კიდეც. კვიპრიანე და იუსტინე შეიპყრეს. მრავალი ტანჯვა გადაიტანეს წმიდანებმა ქრისტეს სარწმუნოებისათვის და უკანასკნელ თავნი წარეკვეთათ. ასე მოწამეობრივად დაასრულა ყოფილმა ჯადოქარმა ამქვეყნიური სიცოცხლე და გვექმნა ჩვენ მეოხად წინაშე ღვთისა.
წმიდა დიდმოწამე ეფემია ქრისტიანული ოჯახის ასული იყო, მთელი ცხოვრება უფალს მიუძღვნა. მან თავის 45 მეგობარ ქალწულებთან ერთად უარი განაცხადა კერპის თაყვანსაცემად გამოხცხადებულიყო. კერპთაყვანისცემას განრიდებულო ქრისტიანი ერთ სახლში შეიკრიბა და უსისხლო მსხვერპლს სწირავდა უფალს. მალე მართლმორწმუნეთა ადგილსამყოფელი გაცხადდა. ისინი შეიპყრეს და მიჰგვარეს პრიკსოსს .  ქალაქის თავი ჯერ პირფერობით ეცადა აღმსარებელთა გადაბირებას, შემდეგ, ცხრამეტი დღის მანძილზე, საშინელი სატანჯველებით აწამა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ, უღონოქმნილმა, იმპერატორ დიოკლეტიანეს   სამსჯავროზე გაგზავნა მარტვილები, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, ეფემია კი თავისთან დატოვა: იმედოვნებდა, რომ, მარტო დარჩენილს, ადვილად დაიმორჩილებდა. კრებულს მოწყვეტილი ქალწული მხურვალედ ევედრებოდა უფალს წინამდებარე ღვაწლში განმტკიცებას.წმიდა ეფემია სხვა მეომრებმა ქურაში შეაგდეს, მაგრამ ცოცხალი გადარჩა. ღვთის შემწეობით მან კიდევ მრავალ სატანჯველს დააღწია თავი უვნებლად, რასაც მმართველი მარტვილის ჯადოსნობით ხსნიდა. ბოლოს გადაწყვიტეს, უფლის რჩეული ცირკში მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. განაჩენის აღსრულების წინ წმიდანმა მხურვალედ შესთხოვა უფალს, გაეყვანა ამსოფლიდან. ოთხი ლომი და სამი დათვი მიუშვეს მასზე, მაგრამ ნადირები თვინიერად, კრძალვით მიეახლნენ ნეტარს და   მხოლოდ ერთმა დათვმა უკბინა მას ფეხზე, მცირე წყლული დააჩნია და ეფემიამ სული განუტევა. ზეგარდმო გაისმა: „აღმორბიოდე, გჳრგჳნთმომცემელისა მიმართ, კეთილისა ღუაწლისა მოღუაწე, და აწღა სრბისა აღმასრულებელმან მიიღო ღუაწლთა შენთა მისაგებელი“. უეცრად საშინლად შეირყა მიწა. დამფრთხალი მცველები და მოსეირეები დაიფანტნენ, მშობლებმა აღიღეს ძლევაშემოსილი მარტვილის წმიდა ცხედარი და ქალკედონის მახლობლად პატივით დაფლეს.  
წმიდა მოწამე ქრისტინე ფინიკიიდან იყო, მმართველის ასული. მამა ნეტარს ქურუმად ზრდიდა. მან ქრისტინე საგანგებოდ აგებულ საკერპო შენობაში გამოკეტა და უბრძანა ეკმია კერპებისათვის, მაგრამ იგი შესთხოვდა ერთ ჭეშმარიტ ღმერთს გაეცხადებინა მისთვის საკუთარი თავი. ნეტარის სული თანდათან შეუცნობელ უფლის სიყვარულით აღივსაო. ირგვლივ აღმართული წარმართულ ღვთაებათა ყველა ქანდაკი შემუსრა და ფანჯრიდან გადაყარა, გაყიდა და და თანხა ღარიბებს დაურიგა. ამის გამო იგი სასტიკად აწამეს.

აღნიშნის თარიღი

07.07.2008
27.07.2009
19.07.2010
31.01.2011
23.07.2012
15.07.2013
04.08.2014
20.07.2015
11.07.2016
31.07.2017
16.07.2018
05.08.2019
27.07.2020
19.07.2021
01.08.2022
24.07.2023
15.07.2024
04.08.2025
20.07.2026
12.07.2027
31.07.2028
16.07.2029
05.08.2030