1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმინდა ჰრიფსიმეანთ ქალწულთა ხსენების დღე

 

არისტოკრატიული წარმოშობის ჰრიფსიმე  37 ქრისტიან ქალწულთაგან ერთი-ერთია, რომელიც მონაზონ  გაიანესთან ერთად    ცხოვრობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს    (284-305 წლებში) რომის მთებში მდებარე წმინდა პავლეს მონასტერში.     მშვენიერმა ქალწულმა   თავისი მშვენიერებით მოხიბლა   იმპერატორი, რომელმაც დაუყოვნებლივ მოინდომა ქალწულზე ქორწინება.   ღვთისმოსავი  ქალწულები არ დაემორჩილნენ იმპერატორის სურვილს და მონაზვნის წინამძღოლობით ალექსანდრიაში გაიქცნენ. გადმოცემის თანახმად,  მათ ხილვა ჰქონდათ,  მოევლინათ  ღვთისმშობელი   და უთხრა, რომ წასულიყვნენ   არარატის ქვეყანაში - სომხეთში. ქალწულები ვაღარშაპატში მიდიან, გზაში ვარაგა მთასთან გავლისას, ჰრიფსიმე  ცხოველმყოფელი ჯვრის ერთ ნაწილს,   რომელიც მას მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული და რომელსაც ყოველთვის კისერზე ატარებდა, ასვენებს სომხურ მიწაში. ეს წმინდა ნაწილი სასწაულით იპოვეს VII საუკუნეში. მას შემდეგ, სომხური სამოციქულო ეკლესია ჯვრის დღესასწაულებს შორის იწყებს ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაულის აღნიშვნასაც. ტრდატ მეფემ, გაიგო რა ქალწულთა ამბავი, თვითონ მოინდომა ლამაზი ქალწულის დაუფლება. ჰრიფსიმე გაიანესთან ერთად მიჰყავთ სასახლეში, მოუწოდებენ მას, რომ არ    შეეწინააღმდეგოს მეფეს.  მაგრამ ტრდატმა ვერ დაიმორჩილა ლამაზი ქალწული, რის შემდეგაც განრისხებულმა ბრძანა  ქალწულთა მოკვლა. წამებულ ქალწულთა ნაწილებს პოულობს და მიწას აბარებს წმინდა გრიგოლ განმანათლებელი.  ამ წმინდა ნაწილებზე სამლოცველოებს აგებს.  შემდგომ აქ აშენებენ წმინდა რიფსიმეს, წმინდა გაიანეს და წმინდა შოღაკათის ეკლესიებს. ქალწულთა  წამებას   გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა  სომეხი ხალხის ისტორიაში. მათი წამების შემდეგ,   13-წლიანი პატიმრობიდან   გაათავისუფლეს წმინდა გრიგოლ განმანათლებელი, რომელიც მოწოდებული იყო სომეხთა ქვეყანაში ქრისტეს ნათელის გასავრცელებლად.    
სომეხთა სამოციქულო ეკლესია წმინდა ქალწულთა ხსოვნის დღესასწაულს აღნიშნავს სულთმოფენობის დღესასწაულიდან ერთი კვირის შემდეგ -   ორშაბათს და სამშაბათს. მათ ხსენების დღეს სომეხთა ეკლესიებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია. დღესასწაულის წინა დღეს, საღამოს, ღვთისმსახურების შემდეგ სრულდება ქალწულებისადმი მიძღვნილი საგალობლები.

აღნიშნის თარიღი

19.05.2008
08.06.2009
31.05.2010
20.06.2011
04.06.2012
27.05.2013
16.06.2014
01.06.2015
23.05.2016
12.06.2017
28.05.2018
17.06.2019
08.06.2020
31.05.2021
13.06.2022
05.06.2023
27.05.2024
16.06.2025
01.06.2026
24.05.2027
12.06.2028
28.05.2029
17.06.2030