![]() |
![]() |
![]() |
წმინდა იოანე ნათლისმცემლის და ათინოგენი ეპისკოპოსის ხსენების დღე
წმინდა იოანე ნათლისმცემლის და ათინოგენი ეპისკოპოსის წმინდა ნაწილების სომხეთში გადმობრძანების ხსენების დღეა. ათინოგენი წმინდა გრიგოლ განმანათლებლის მეუღლის - მარიამის, ძმა იყო, პიტაქტონის ეპისკოპოსი, რომელიც გმირულად ეწამა თავისი რწმენისთვის. წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა, კესარიაში ხელდასხმის შემდეგ, სომხეთში ჩამოაბრძანა წმინდა იოანე ნათლისმცემლის და ათინოგენი ეპისკოპოსის წმინდა ნაწილები, დაასვენა აშტიშატში, ინნაკნია სახელწოდებით ადგილას და ბაგავანში, შემდეგ სამლოცველოები ააშენა. ბაგავანში ტრდატ მეფისა და სამეფო კარის მსახურთა მონათვლის შემდეგ განმანათლებელი წმინდა წირვას აღავლენს და ავალებს ყოველ წელს, ახალი წლის სტუმართმოყვარე ვანატურის დღესასწაულის ნაცვლად, იოანე ნათლისმცემლის და ათინოგენი ეპისკოპოსის დღესასწაულის აღნიშვნას. აღნიშნის თარიღი22.05.2008 |