1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმინდა ნერსეს დიდი კათოლიკოსისა და ხად ეპისკოპოსის ხსენების დღე

 

სომეხთა ერთ-ერთი უნიჭიერესი კათოლიკოსია წმინდა ნერსეს დიდი კათოლიკოსი   (353-373 წლები), რომელსაც სამართლიანად მიენიჭა „დიდის“ სახელი.   ისტორიული წყაროების თანახმად, იგი  წმინდა გრიგოლ განმანათლებლის საგვარეულოდანაა. კათოლიკოს ფარენის გარდაცვალების შემდეგ სომეხთა მეფე არშაკის სამეფო კარის მსახურთმთავარი ნერსესი, ჯერ კიდევ საერო პირი, მიიჩნიეს საპატრიარქო   ტახტის საუკეთესო კანდიდატად და მეფის იძულებით იგი ხელდასხმულ იქნა კათოლიკოსად. შემდგომში საპატრიარქო ტახტის იძულებული მფლობელი გახდა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის   პირველი დიდი რეფორმატორი და თავისი ხალხის უდიდესი ქველმოქმედი.   მისი ინიციატივით მოწვეულ აშტიშატის ეროვნულ-საეკლესიო კრებაზე   (354) პირველად იქნა მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც   არეგულირებენ  სასულიერო-საეკლესიო    ცხოვრებას, განსაზღვრავენ ოჯახის მორალურ პრინციპებს. კათოლიკოსის ნერსეს დიდის ინიციატივით დაფუძნდა მონასტრები და სკოლები,   უსახლკაროთა და უმწეოთათვის  აშენდა თავშესაფარები  და საავადმყოფოები. კათოლიკოსი   მისი ხალხის გვერდით იყო ყველგან და ყოველთვის. ძირავის  ბრძოლაში გამარჯვება მიღწეულიქნა ასევე ნერსეს დიდის წყალობით, იგი მთელი ბრძოლის დროს   მთაზე  ლოცულობდა სომხური ჯარის გამარჯვებისათვის. ამგვარი უდიდესი ეროვნული და საეკლესიო ღვაწლის გამო მას „განმანათლებელი“ უწოდეს.  პატრიარქის ყველა საქმის მხარდამჭერი და თანამოაზრე იყო წმინდა ხად ეპისკოპოსი, რომელსაც  ისტორიკოსი ფავსტოს ბუზანდი უწოდებს პატრიარქ  ნერსეს დიდის თანამოტახტეს.    სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ   წმინდანად   შერაცხა   მისი ორი ერთგული შვილი და მათი ხსენების დღეს ერთად აღნიშნავენ მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაულის მომდევნო შაბათს.

აღნიშნის თარიღი

31.05.2008
20.06.2009
12.06.2010
02.07.2011
16.06.2012
08.06.2013
28.06.2014
13.06.2015
04.06.2016
24.06.2017
09.06.2018
29.06.2019
20.06.2020
12.06.2021
25.06.2022
17.06.2023
08.06.2024
28.06.2025
13.06.2026
05.06.2027
24.06.2028
09.06.2029
29.06.2030