1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ნაწილების აღმოჩენა

 

წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ნაწილების აღმოჩენა სომეხთა უდიდესი   წმინდანის ხსოვნისადმი მიძღვნილ  სამ დღესასწაულთაგან ერთია. გადმოცემის თანახმად, წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა   სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა განმარტოებით, სეპუჰის მთის მანეს მღვიმეში, სადაც გარდაიცვალა  326 წელს. მისი ცხედარი იპოვეს მწყემსებმა, რომლებმაც  ვერ იცნეს გარდაცვლილი კათოლიკოსი და მისი   სხეული  დაფარეს ქვების გროვის ქვეშ. შემდეგ გრიგოლ განმანათლებელი   ხილვით აცნობებს  თავის მოწაფე  გარნიკ ბასენცის მისი წმინდა ნაწილების ადგილს,   რის შემდეგაც კათოლიკოსის წმინდა ნაწილებს გადააბრძანებენ და დაასვენებენ გარანაღის პროვინციის სოფელ თორდანში. წმინდა გრიგოლ განმანათლებლის წმინდა ნაწილები ყველა   ქრისტიანული ეკლესიის  ყველაზე დიდ სიწმინდეთაგანია. სომეხთა კათოლიკოსის წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი, როგორც წმინდა რელიქვია,  გადაასვენეს ვაღარშაპატში,  ბიზანტიასა და იტალიაში. წმინდა ეჯმიაწინის მთავარ საკათედრო  ტაძარში  ინახება სომეხთა  ეკლესიის    ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიწმინდე - განმანათლებლის წმინდა  მარჯვენა,   რომლითაც იკურთხება  წმინდა მირონი. წმინდა გრიგორ განმანათლებლის ნაწილების აღმოჩენის დღესასწაული აღინიშნება სულთმოფენობის დღესასწაულის შემდეგ მეოთხე შაბათ დღეს. ამ დღეს ყველა ეკლესიაში აღევლინება საღმრთო ლიტურგია.  დღესასწაულს წინ უძღვის ერთკვირიანი მარხვა და წინასადღესასწაულო ცერემონია - ნახატონაკი.

აღნიშნის თარიღი

07.06.2008
27.06.2009
19.06.2010
09.07.2011
23.06.2012
15.06.2013
05.07.2014
20.06.2015
11.06.2016
01.07.2017
16.06.2018
06.07.2019
27.06.2020
19.06.2021
02.07.2022
24.06.2023
15.06.2024
05.07.2025
20.06.2026
12.06.2027
01.07.2028
16.06.2029
06.07.2030