იესო ქრისტეს ამაღლების დღესასწაული
ამაღლების დღესასწაული მოძრავია, 30 აპრილიდან 3 ივნისამდე პერიოდში აღინიშნება, ყოველთვის ხუთშაბათ დღეს. ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო. აღდგომიდან მე-40 დღეს ჩვენი უფალი იესო ქრისტე ამაღლდა. ქრისტეს ამაღლების შესახებ სახარებაში მოწმობენ მარკოზი და ლუკა, მსგავსი მოწმობები არის მოციქულთა საქმეებშიც: ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად შემოსილნი, რომელთაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქ. მოც. 1, 9-11), მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს. სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში 1 მაისი ასევე აღინიშნება როგორც ყოფელთა სომეხთა საპატრიარქოს სის ქალაქიდან მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინში გადმოტანის დღედ. 484 წლიდან საპატრიარქო სომხეთის სხვადასხვა ქალაქებში მდებარეობდა, 1441 წელს ვაღარშაპატის საერო-საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით დამკვიდრდა წმინდა ეჯმიაწინში. ამაღლების დღესასწაულს თან ახლავს ხალხური დღესასწაულები, რომლებსაც ზოგან „ჯანგიულუმს“ უწოდებენ. ძველად ამაღლების ზეიმობა იწყებოდა წინა ოთხშაბათიდან. ზოგან ამ დღესასწაულს „ბარბარეს კვირას“ უწოდებდნენ. ქალწული ბარბარე გაექცა კერპთაყვანისმცემელ მამას და თავი შეაფარა არაის მთის გამოქვაბულებს. მამა დაედევნა ქალიშვილს, აღმოაჩინა თავშესაფარში და მოკლა იგი. სიკვდილის წინ ბარბარემ სთხოვა ღმერთს, რომ ჩუტყვავილათი და წითელათი დაავადებული ბავშვები განიკურნონ მისი სახელით. ღმერთი ასრულებს მის თხოვნას და იმ მშობლების შვილები, ვინც ლოცულობს ბარბარეს სახელით, მალე განიკურნებიან ამ დაავადებებისაგან. ეს გამოქვაბული სამლოცველოდ არის ქცეული. გამოქვაბულის კედლებიდან მუდმივად წყალი ჩამოედინება, რომელსაც, ხალხის თქმით, აქვს სამკურნალო თვისება. ხალხი დარწმუნებულია, რომ ეს წყალი ბარბარე ქალწულის ცრემლებია.
აღნიშნის თარიღი
01.05.2008 21.05.2009 13.05.2010 02.06.2011 17.05.2012 09.05.2013 29.05.2014 14.05.2015 05.05.2016 25.05.2017 10.05.2018 30.05.2019 21.05.2020 13.05.2021 26.05.2022 18.05.2023 09.05.2024 29.05.2025 14.05.2026 06.05.2027 25.05.2028 10.05.2029 30.05.2030
|