თბილისელი სომეხი მორწმუნეების მომლოცველობა ვარაგავანქში |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
უკვე მეორე წელია დღესასწაულის დღეს ეწყობა თბილისელი სომეხი მორწმუნეების 2017 წლის 1 ოქტომბერს, გამთენიისას, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით და კეთილი სურვილებით, ასზე მეტი მორწმუნე მოსალოცად გაემგზავრა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ტავუშის ეპარქიის ახალ ვარაგავანქში (სომხეთის რესპუბლიკა). მომლოცველებს თან ახლდნენ მღვდელი მანუკ ზეინალიანი, დიაკვანი გევორგ ანტონიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თანამდებობის პირები - ვალერი ბადალიანი, ლევონ ჩიდილიანი, სუსანა ხაჩატრიანი, ევგენია მარკოსიანი და კოორდინატორი ნინა სეროპოვა.
წირვის დროს, მწირველმა მეუფემ სათანადოდ იქადაგა დღის საიდუმლოზე, ვარაგის მეუფე ბაგრატმა აკურთხა სხვადასხვა ეპარქიებიდან სულიერი მამების წინამძღოლობით ჩამოსული მომლოცველები, თბილი სიტყვები თქვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, სულიერი მამის და თბილისიდან ჩამოსული მორწმუნეების მისამართით, დღესასწაულთან დაკავშირებით უძველეს ეკლესიას თბილისელი მორწმუნეების სახელით ღვთისმშობლის ხატი აჩუქა მინიატურისტმა მერუჟან შაუმიანმა. ამის შემდეგ, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინიდან ახალ ვარაგავანქში ჩამოაბრძანეს უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის წმინდა ნაწილი. აღვნიშნოთ, რომ ვარაგის წმინდა ჯვარი ინახება სპეციალურ ჭურჭელში (ճաճանչ) , რომელიც 1902 წელს მომზადდა ირანის სოფელ სანგიბარანში. წირვის დროს ჯვრის ზიარება მიიღეს ასევე თბილისელმა მორწმუნეებმა. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, ახალი ვარაგავანქის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის თავმჯდომარეობით და სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩამოსული სულიერი მამების მონაწილეობით შესრულდა ანდასტანის წესი, აკურთხეს მსოფლიოს ოთხი მხარე. სულიერმა მამებმა სიყვარულით აკურთხეს შესაწირი, რომელიც დაურიგდა ხალხს. თბილისელი მორწმუნეები სულიერად გამდიდრებულები გვიან საღამოს დაბრუნდნენ თბილისში. |