![]() |
![]() |
![]() |
წმინდა ანას მიერ ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის მუცლად–ღება
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადება არ არის აღწერილი ბიბლიაში, ის ჩვენ გადმოგვეცა ეკლესიის უწმინდესი გადმოცემით. ქალწულის მშობლებს - იოაკიმეს და ანას შვილი არ უჩნდებოდათ, ვინაიდან იოაკიმე უშვილო იყო. ერთხელ ანა ბაღში გავიდა სალოცავად. დაფნის ხის ძირას მჯდარი არ წყვეტდა ტირილს და ლოცულობდა შეურყეველი რწმენით, რომ ღმერთი ძლიერია და კაცთაგან შეუძლებელს შეძლებს. ცაში ჩიტებსა და მიწაზე მხეცებს ნაყოფიერება მიეც, უფალო მიწაც დროულად აღმოაცენებს თესლსა და ყველაფერი ეს შენი კურთხევით ხდება! მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი. მომხედე, უფალო, და ისმინე ჩემი ლოცვა!" ანა დაფეხმძიმდა და ქალიშვილი ეყოლა. ანგელოზის მითითებით ახალშობილს მარიამი დაარქვეს, რომელიც განათლებულს ნიშნავს. მას კურთხეული და მომადლებული ეწოდა იმ დღიდანვე, როდესაც ქვეყნიერების მხსნელი ჩაისახა. ანა იყო ის რჩეული, ვისაც მისი სათნოებისთვის ღმერთმა უფლის დედობა დაავალა. იგი სათნო, ღვთისმოსავი, მზრუნველი დედის, ოჯახური სიწმინდის განსახიერებაა, რომელიც ყველა სომეხი დედისთვის, ყოველი სომეხი გოგონასთვის მაგალითი უნდა იყოს. სომხური ეკლესია წმინდა ანას მიერ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მუცლად–ღების დღესასწაულს უცვლელად აღნიშნავს 9 დეკემბერს. აღნიშნის თარიღი09.12.2008 |