![]() |
![]() |
![]() |
წმინდა აბრაამის, წმინდა ხორენის, წმინდა კოზმას და წმინდა დამიანეს ხსენების დღე
წმინდა აბრაამი და წმინდა ხორენი ღევონდიანთ მოსწავლეები არიან. მათი მასწავლებლების წამების შემდეგ ისინი გადაასახლეს ასურეთში. გარშემო მცხოვრებ ქრისტიანების მხრიდან პატივისცემას იმსახურებდნენ. ხორენმა ვერ გაუძლო სირთულეებსა და გარდაიცვალა გადასახლებაში, წმინდა აბრაამი კი დაბრუნდა სომხეთში, გახდა ბზნუნიქის ეპისკოპოსი და მშვიდობიანი სიკვდილით აღესრულა. წმინდა კოზმა და წმინდა დამიანე, რომლებსაც „უვერცხლონის“ უწოდებენ, დაიბადნენ და ცხოვრობდნენ III საუკუნის ბოლოს არაბეთში. ისინი აღზარდა მართლმორწმუნე ქრისტიანმა დედამ. დედამისის მოწოდებით მკურნალობის ხელოვნებას იყენებდნენ, სხვადასხვა ადგილზე გადადიოდნენ და ავადმყოფებს უფასოდ მკურნალობდნენ. იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქრისტიანი ძმები დააპატიმრეს და აწამეს. 285 წელს მათ დაიდგეს მოწამებრივი გვირგვინი, ორივეს თავი მოჰკვეთეს. აღნიშნის თარიღი22.12.2008 |