1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმინდა გაბრიელ  და წმინდა მიქაელ მთავარანგელოზთა და მთელი   ზეციური ლაშქრის ხსენების დღე

 

სომხური ეკლესიის სწავლების მიხედვით, ანგელოზი მუდმივმოძრავი, უსქესო, უკვდავი,  გონიერი არსებაა, გამოხატავს ღვთის ნებას და აქვს არაადამიანური შესაძლებლობა და გონიერება. ანგელოზები მომსახურე სულები არიან, ზეციური არსებები, მაგრამ მონაწილეობენ ამქვეყნიური ცხოვრების მსვლელობაში, მოღვაწეობენ დროსა და სივრცეში მცხოვრები ადამიანისათვის. ანგელოზებს უწოდებენ ასევე უფლის   წარმოგზავნილებს, რომლებიც ასრულებენ უფლის  ნებას. ბიბლია მოწმობს, რომ ისინი მრავალრიცხოვანნი არიან.  დიონისე არისპაგელის თანახმად, ბიბლიაში მოხსენიებულია ანგელოზთა 9 დასი: სერაბიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი,
უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი (საწყისნი), მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.
სახელი გაბრიელი  ნიშნავს   სიმტკიცეს (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ხელში ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს.
სახელი მიქაელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“ - მძლეველი ყველა ბოროტი ძალისა. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.  დადგენილია ანგელოზთა დასის მთავრად. მიქაელ მთავარანგელოზის სახელი ოთხჯერაა მოხსენიებული ბიბლიაში (დანიელი 10:13, 11:1, იუდა, 1:9, გამოცხ. 11:7).

აღნიშნის თარიღი

08.11.2008
07.11.2009
06.11.2010
05.11.2011
10.11.2012
09.11.2013
08.11.2014
07.11.2015
05.11.2016
11.11.2017
08.11.2018
09.11.2019
07.11.2020
06.11.2021
05.11.2022
11.11.2023
09.11.2024
08.11.2025
07.11.2026
06.11.2027
09.11.2028
08.11.2029
09.11.2030