![]() |
![]() |
![]() |
დღესასწაული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა
მარიამი სამი წლის გახდა და დაუდგა ჟამი მშობლებთან განშორებისა. წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას კარგად ახსოვდათ მთავარანგელოზის ნათქვამი და გადაწყვიტეს, საზეიმოდ, როგორც მესიის დედას ეკადრებოდა, მიეყვანათ ტაძრად მხოლოდშობილი, სადაც რჩება გათხოვებამდე. დღესასწაულის დამტკიცება უკავშირდება იმ ტაძარს, რომელიც ააშენა იუსტინიანე იმპერატორმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საპატივცემულოდ ძველი ებრაული ტაძრის ადგილზე, მორიას. ტაძრის კურთხევა გაიმართა 543 წლის 21 ნოემბერს. 638 წელს იუსტინიანეს მიერ აგებული ტაძარი გადაკეთდა მუსსლიმურ მეჩეთად, და მას შემდეგ დღესასწაული გავრცელდა მთელ ქრისტიანულ სამყაროში. წმინდა მარიამის ტაძრად მიყვანების დღესასწაული სომხურ ეკლესიაში აღინიშნება XVIII საუკუნიდან. დღესასწაული სომხური სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი უძრავი დღესასწაულია. აღნიშნის თარიღი21.11.2008 |