1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმინდა იულიანე და წმინდა ვასილია ქალწულთა ხსენების დღე

 

წმინდა იულიანესა და წმინდა ვასილიას სახელით ბევრი წმინდანია სადღესასწაულო კალენდრებში. სომხურ სადღესასწაულო კალენდარში მოხსენიებული ქალწულები   ქალაქ ნიკომიდიიდან არიან. იულიანემ († 304) ბავშვობიდან თავი მიუძღვნა სარწმუნოებას.  იმპერატორ დიოკლეტიანეს დევნის დღეებში არ მიიღო ახალგაზრდა წარმართი კაცის  ქორწინების წინადადება. იგი გადაიყვანეს სასამართლოში. სასტიკი წამების შემდეგ წმინდანი წაიყვანეს დასაწვავად, მაგრამ ამ დროს კოცონი თავისით ჩაქრა. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ დამსწრეთაგან მრავალი კაცი მოიქცა და ადგილზევე ეწამა. იულიანეს თავს კვეთენ 309 წელს,  ამ დროს იგი იყო 19 წლის.
წმინდა ვასილია († 303)   ცხრა წლის გოგონა იყო, როდესაც   იმპერატორ დიოკლეტიანეს  დევნის პერიოდში  უამრავი ტანჯვა გადაიტანა და ცოცხალი გადარჩა, რის შედეგად  მოსამართლემაც აღიარა ქრისტიანობა.   309 წელს დაასრულა ნეტარი ცხოვრება.   
სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა იულიანესა და წმინდა ვასილიას ხსენების დღეს აღნიშნავს ორმოცდაათდღიანი მარხვის პირველი კვირის მომდევნო ორშაბათს.

აღნიშნის თარიღი

24.11.2008
23.11.2009
29.11.2010
28.11.2011
26.11.2012
25.11.2013
24.11.2014
23.11.2015
28.11.2016
27.11.2017
26.11.2018
25.11.2019
23.11.2020
29.11.2021
28.11.2022
27.11.2023
25.11.2024
24.11.2025
23.11.2026
29.11.2027
27.11.2028
26.11.2029
25.11.2030