წმინდა მთარგმნელი ვარდაპეტების - მესროპის, ეღიშეს, მოვსეს ქერთოღის, ფილოსოფოსის დავით ანჰაღთის, გრიგორ ნარეკაცისა და ნერსეს კლაეცის დღესასწაული
წმინდა მთარგმნელი ვარდაპეტების დღესასწაული სომეხი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე სანუკვარი და საყვარელი ეროვნულ-საეკლესიო დღესასწაულია. მთარგმნელი ვარდაპეტების ხსენებას სომეხთა სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. პირველი აღინიშნება სულთმოფენობის მეოთხე კვირა დღის მომდევნო ხუთშაბათს, მეორე - მოძრავია, და აღინიშნება 3 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე. "მთარგმნელის" სახელწოდებით ცნობილნი არიან წმინდა მესროპ მაშტოცისა და სააკ პართევის დაახლოებით ასი მოწაფე. თავდაპირველად, იყვნენ სპეციალური თარჯიმნები, რომლებიც ღვთისმსახურების დროს წმინდა წიგნიდან ადგილებს ზეპირად თარგმნიდნენ სომხურად, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, ეს საკითხი აწუხებდა წმინდა მესროპ მაშტოცს. სომეხი კაცი მოკლებული იყო ბიბლიის კითხვის, ჭეშმარიტებისა და ხსნის მოპოვების შესაძლებლობას. იგი მუდმივად ფიქრობდა ბიბლიის სომხური ვერსიის შექმნაზე, რის განსახორციელებლად მიმართა სომეხთა კათოლიკოსს წმინდა სააკ პართევს და დიდ მოწონებაც დაიმსახურა. როგორც აღმოჩნდა, კათოლიკოსსაც აწუხებდა აღნიშნული საკითხი. მათ გეგმებს იწონებს ასევე მეფე ვრამშაპუჰ არშაკუნი. მესროპ მაშტოცი მოწაფეებთან ერთად მიემგზავრება ედესასა და ამიდში. ედესაში მოხდა უდიდესი სასწაული. უფალმა შეისმინა მესროპ მაშტოცის ლოცვები და მას უჩვენა ასო-ნიშნები არა მშვენიერი ხილვის სახით, არა სიზმარში, არამედ ფხიზლად, სინამდვილეში. მესროპ მაშტოცი ნახა, რომ მარჯვენა ხელით წერს კედელზე და ასოს მოხაზულობა ისეთია, როგორ ფორმასაც მას აძლევდა ხელი კედელზე, ასო-ნიშნების განსხვავებები და სახელწოდებები ყალიბდებოდა მესროპის გონებაში. (მ.ხორენაცი, „სომხეთის ისტორია“) იგი ღვთაებრივი ძალით ქმნის სომხურ ასოებს და სამოსატში ერთ ბერძენთან სახელად ჰროფანოსთან ერთად საბოლოოდ აფორმებს მათ. ასოების გამოგონების შემდეგ წმინდანები სააკი და მესროპი იწყებენ ბიბლიის თარგმნას და ისე სრულყოფილად ასრულებენ ამას, რომ ბიბლიის სომხურ თარგმანს საუკუნეების შემდეგაც ეწოდება „ბიბლიების თარგმანთა დედოფალი“. ბიბლიიდან სომხურად ნათარგმნი პირველი წინადადებაა „არაკების“ წიგნის პირველი წინანადადება: «Ճանաչել զիմաստությիւն և զխրատ, իմանալ զբանս հանճարոյ». მესროპი ბრუნდება სომხეთში. სააკ პართევისა და მესროპ მაშტოცის ძალისხმევით სომხეთში იხსნება სკოლები, სადაც ისწავლება სომხური დამწერლობა.
აღნიშნის თარიღი
11.10.2008 10.10.2009 09.10.2010 08.10.2011 13.10.2012 12.10.2013 11.10.2014 10.10.2015 08.10.2016 14.10.2017 13.10.2018 12.10.2019 10.10.2020 09.10.2021 08.10.2022 14.10.2023 12.10.2024 11.10.2025 10.10.2026 09.10.2027 14.10.2028 13.10.2029 12.10.2030
|