1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმინდა ჯვრის აღმოჩენის დღესასწაული

 

ჯვრის აღმოჩენა  ქრისტეს ჯვრისადმი მიძღვნილ  ოთხ  დღესასწაულთაგან ერთია.  წმინდა ელენე დედოფალს მიეწერება 327 წელს იერუსალიმში ჯვრის აღმოჩენა.   იგი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. ბოლოს მხცოვანი იუდეველის, იუდას მეშვეობით იპოვა მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი სამი ჯვარი და პილატეს დავალებით გაკეთებული დაფა  სამენოვანი წარწერით. იმის გასაგებად, თუ რომელი იყო ცხოველმყოფელი ჯვარი უფლისა, სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა. ურიცხვი ქრისტიანი შეიკრიბა სიწმინდის თაყვანსაცემად. ისინი პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ, აღემართა ჯვარი, რომ ყველას შესძლებოდა მისი დანახვა. მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად დაიწყო ჯვრის აღმართვა, ხალხი კი "უფალო, შეგვიწყალენ"-ის ვედრებით, კრძალვით თაყვანს სცემდა მას.  წმინდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა. მოხუცმა იუდამ და სხვა ებრაელებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლობის დროს იუდას კვირიკე დაარქვეს. შემდგომში იგი იერუსალიმის კირილე ეპისკოპოსი გახდა.  ელენე იერუსალიმში და მის შემოგარენში ეკლესიებსა და მონასტრებს აგებინებს, სადაც თვითონვე მსახურობს.   დედოფალმა ააშენა წმინდა აღდგომის ტაძარი, სადაც შემდეგ დააბრძანეს  უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი.
წმინდა ჯვრის აღმოჩენით  გაიხარეს  მორწმუნეებმა, ურწმუნოებმა კი ძალზედ მოიწყინეს.       ებრაელები, რომლებიც ნებაყოფლობით დაშორდნენ ჭეშმარიტ სინათლეს, თავდახრილები იყვნენ. მათ შესახებ წმინდა ესაია ამბობს:    "ვინ არის ბრმა, თუ არა ჩემი მსახურები, ვინ არის  ყრუ, თუ არა   ის ხალხი, ვინც მათ ფლობს“   (ესაია   42:19)   ებრაელები რომ ხედავენ   ჯვრის სასწაულმოქმედ ძალას, შურისგან დამწვარნი იტაცებენ ჯვარს და იერუსალიმის ტაძრის კარებთან ათავსებენ, სადაც ყოველთვის  იჯდა დამბლადაცემული მოწყალების სათხოვნელად. ერთხელ იგი დიდხანს ჯდომის შემდეგ ადგა, ცხოველმყოფელი ჯვრის ძალით   მოულოდნელად  გაიღვიძა სრულიად  განკურნებულმა და ადიდა უფალი.  მრავალი ასეთი სასწაული მოხდა.

ამრიგად, აღმოაჩინეს რა ცხოველმყოფელი ჯვარი, რომელიც უფალს ეკუთვნოდა,  დედოფალმა ჯვარი ჩააბარა წმინდა იაკობს, სამაგიეროდ მოსთხოვა ერთი წმინდა ნაწილი, კმაყოფილებით აიღო იგი და რომში გაემართა. წმინდა იაკობმა ცხოველმყოფელი ჯვარი ეკლესიაში შეინახა და ბზობის დღესასწაულიდან 14 სექტემბრამდე, ყოველ კვირა დღეს, დილით და საღამოთი, გამოჰქონდა. იმპერატორ კლავდიუსის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლება გადადის ნერონის ხელში, იგი იწყებს ქრისტეს ეკლესიის დევნას. ებრაელებმა ისარგებლეს ამ გარემოებით, მოკლეს წმინდა იაკობი, ჯვარი დააბრძანეს გოლგოთაზე, ღრმა ორმოში და ეს ადგილი სანაგვედ აქციეს. ჯვარი აქ რჩება დაახლოებით 300 წელი, ღვთისმოსავ იმპერატორ კონსტანტინეს ზეობამდე, როდესაც ეკლესია იწყებს მშვიდ ცხოვრებას.

წმინდა ჯვრის აღმოჩენის დღესასწაული

26.10.2008
25.10.2009
24.10.2010
23.10.2011
28.10.2012
27.10.2013
26.10.2014
25.10.2015
23.10.2016
29.10.2017
28.10.2018
27.10.2019
25.10.2020
24.10.2021
23.10.2022
29.10.2023
27.10.2024
26.10.2025
25.10.2026
24.10.2027
29.10.2028
28.10.2029
27.10.2030