1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

დიდმოწამე ევსტათეს, მის მეუღლე თეოფისტას და ორი ვაჟის, ერმონე და ნექტარიენე ქალწულთა ხსენების დღე

 

დიდმოწამე ევსტათე    ცხოვრობდა I საუკუნეში, რომში, მოკვდინებულ იქნა 118 წელს, აღიარებულია წმინდანად მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების მიერ.  ითვლება მეომრების, მონადირეების და მიწათმოქმედების მფარველად.  ევსტათე, ძველი აღთქმის იობის მსგავსად, მრავალ განსაცდელს გადაიტანს - მისი მსახურნი დაიხოცნენ, საქონელი გაუნადგურდა, თავად კი გემით ეგვიპტიკენ მიმავალი, დააშორეს ჯერ ცოლს, მერე შვილებს. წმინდა ევსტათე ყოველგვარ განსაცდელს რწმენის შეურყევლად შეხვდა და გადაიტანა, რის შემდეგაც აღუდგა ოჯახი და როგორც სახელოვანი მხედართმთავარი, იმპერატორი ტარაიანეს მიერ, მიწვეულ იქნა ომის საწარმოებლად. ომის შემდეგ, წმინდა ევსტათე, კიდევ უფრო პატივდებული, დაბრუნდა რომში, სადაც უკვე ტრაიანე ადრიანემ შეცვალა იმპერატორის ტახტზე. წმინდა ევსტათე, ოჯახთან ერთად, მიწვეული იყო იმპერატორის სასახლეში, სადაც მოსთხოვეს, ბარბაროსებზე გამარჯვების აღსანიშნავად, მსხვერპლი შეეწირა წარმართული კერპებისთვის, რაზეც წმინდანმა უარი განაცხადა და თავი ქრისტიანად გამოაცხადა.მთელი ოჯახი მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად, მაგრამ პირუტყვებმა წმინდანებს პირი არ დააკარეს, მაშინ გახელებულმა ადრიანემ ბრძანა მათი გახურებულ სპილენძის ხარში შესმა. 3 დღის შემდეგ, როცა ცეცხლოვანი სარკოფაგი გახსნეს, სასწაულის მოწმენი აღმოჩნდნენ - მოწამეთა ცხედრები ცეცხლს არ დაეზიანებინა. სასწაულის მრავალმა მხილველმა ირწმუნა ქრისტე. მორწმუნეებმა ცხედრები პატივით დაკრძალეს და როცა ქრისტიანების დევნა ჩაცხრა, სალოცავი აუშენეს.
წმინდა ერმონე  ქალწული  (II საუკუნე) ფილიპ დიაკონის  ქალიშვილი იყო. თავის დასთან ერთად გაემგზავრა    იოანე მახარებლის საძებნად.   როდესაც ის  იგებს იოანე მახარებლის სიკვდილის შესახებ, გზად ხვდება   პავლე მოციქულის მოწაფე პეტრონიოსი, ვისაც დაემოწაფა, დააფუძნა    საავადმყოფო,  სადაც კურნავდა ყველა ღარიბს და   ქადაგებდა უფლის სიტყვას. იმპერატორ ტრაიანეს მიერ  იტანჯა, მაგრამ  ურყევი დარჩა თავის რწმენაში. ადრიანეს მეფობის დროს წამებულ იქნა.   
ნეკტარინა  ქალწული   ალექსანდრიის მმართველ კონსტაის ქალიშვილი იყო.   განსაკუთრებული სილამაზით და ცოდნით გამოირჩეოდა და   გამოთქვა სურვილი, რომ ცოლად მხოლოდ იმ ადამიანს გაყვებოდა, ვინც ყველაფერში აჯობებდა. დედამ     გოგონა თავის სულიერ მოძღვართან მიიყვანა, რომელმაც მას უთხრა,  რომ იგი აღემატება ყველა ამქვეყნიურ სასიძოს. იგი მოინათლა და მიიღო რწმენა ქრისტესი, რომელმაც მას ბეჭედი მისცა და დანიშნა. წარმართული ზეიმის დროს  ქალიშვილმა მოაქცია 50   წარმართი  ბრძენი, რომლებიც  იმპერატორის ბრძანებით  ჩამოსული იყვნენ ნეკტარინეს სიტყვების  უარყოფისათვის. ამის გამო გოგონას აწამებენ,  მაგრამ წამების ინსტრუმენტები მის ნაცვლად წარმართებს უბრუნდება და მათ აწამებდა.   ეს სასწაული, რომ დაინახეს, იმპერატორის მეუღლე,  პორფიუროს  სარდალი, თავის  200  ჯარისკაცთან ერთად,  გაქრისტიანდა. გაბრაზებული იმპერატორის ბრძანებით ამ უკანასკნელებს თავი მოკვეთეს,  ნეკტარინე კი განგმირეს ხმლით.

აღნიშნის თარიღი

30.09.2008
29.09.2009
28.09.2010
27.09.2011
02.10.2012
01.10.2013
30.09.2014
29.09.2015
27.09.2016
03.10.2017
02.10.2018
01.10.2019
29.09.2020
28.09.2021
27.09.2022
03.10.2023
01.10.2024
30.09.2025
29.09.2026
28.09.2027
03.10.2028
02.10.2029
01.10.2030