წმინდა გევორგ მხედართმთავრის, წმინდა ადოკტუსის და წმინდა რომანოს ერგეცოღის ხსენების დღე
წმინდა გევორგი კაპადოკიელ კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახის შვილი იყო. რომის არმიაში მსახურობდა, მისი სიმამაცისა და ერთგულებისათვის მეთაურად დანიშნეს. დიოკლიტიანემ და მაგნენტიოსმა კერპთმსახურება ააღორძინეს და გასცეს ბრძანება ქრისტიანთა დევნისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომელნიც უარყოფდნენ ახალ რელიგიას. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა მეფის განაჩენს, საზარელი სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. წმინდა გევორგი მეფესთან შევიდა და მის წინაშე იქადაგა ქრისტიანობა, კერპთა ცბიერება და მისი მიმდევარნი კი გაკიცხა. დიოკლიტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გევორგის გადაბირება, ამიტომაც პირმოთნეობა დაუტევა, ჭეშმარიტი სახე სიბოროტისა გამოავლინა და სასტიკად აწამა იგი. წმინდა გევორგის წყალობით ბევრმა აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება, მათ შორის დედოფალმა ალექსანდრიამაც. ერთ ჯადოქარს დაავალეს ორი ჭიქა წამლის მომზადება, წმინდანის მოსაქცევად. პირველი ჭიქის დალევის შემდეგ წმინდანს უნდა შეეცვალა აზრი, მეორის შემდეგ კი - გარდაცვლილიყო. მაგრამ უფლის მიმართ მისი რწმენის წყალობით, სვამს ორივე ჭიქასაც და ყველას გასაკვირვად, ცოცხალი რჩება. ის ასევე მკვდრეთით აღადგენს ერთ მიცვალებულს. იმპერატორის დარწმუნების შემდეგ წმინდა გევორგი თანხმდება კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე. მაგრამ როცა შედის მათ სამლოცველოში, სათითაოდ ამსხვრევს კერპებს იმისათვის, რომ მათი სიყალბე ეჩვენებინა. ამ გაბედული საქციელის გამო 303 წელს იმპერატორ დიოკლეტიანეს ბრძანებით წმინდა გევორგს თავი მოჰკვეთეს. წმინდა ადოკტუსი აწამეს 320 წელს, სომხურ მელიტენეში, მაქსიმიანუსის მეფობის დროს. იგი იყო სახელმწიფო მოხელე ეფესოში. არ მოისურვა ქალიშვილის მითხოვება წარმართ იმპერატორ კალისთენეზე და იგი გააპარა აღმოსავლეთში. ვინიდან ქრისტიანი იყო, იმპერატორის ბრძანებით მას ჩამოართვეს წოდება და ქონება და გააძევეს მელიტენეში. ადგილობრივმა გამგებელმა ვერ შეძლო ადოკტუსის წარმართად მოქცევა. ის ურყევი დარჩა თავის რწმენაში, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს. წმინდანის მეუღლემ და მეორე ქალიშვილმა - პელოპიამ დაკრძალეს იგი. იმპერატორ კონსტანტინეს დამ - კონსტანცამ, დაიცვა კალისთენე, რომელმაც მამის წმინდა ნაწილები გადაასვენა ეფესოში, სადაც შემდგომში წმინდანის საფლავზე სამლოცველო ააგეს. წმინდა რომანოს ერგეცოღი მიიჩნევა საგალობლების წესების შემქმნელად. იგი დიაკვნად მსახურობდა კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიას ტაძარში. ვინაიდან კარგად ვერ მღეროდა და ვერ კითხულობდა, ამის გამო ბევრმა შეურაცხყო. მას სიზმარში მოევლინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მისცა ქაღალდის გრაგნილი და უბრძანა ჭამა, რის შემდეგაც რომანოსმა მიიღო საგალობლების წერისა და შესრულების განსაკუთრებული ნიჭი. გარდაიცვალა 556 წელს.
აღნიშნის თარიღი
27.09.2008 26.09.2009 25.09.2010 24.09.2011 29.09.2012 28.09.2013 27.09.2014 26.09.2015 24.09.2016 30.09.2017 29.09.2018 28.09.2019 26.09.2020 25.09.2021 24.09.2022 30.09.2023 28.09.2024 27.09.2025 26.09.2026 25.09.2027 30.09.2028 29.09.2029 28.09.2030
|