1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ჩვენი უფალი იესო ქრისტეს  ფერისცვალების დღესასწაული

 

მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული  სომხური  სამოციქულო ეკლესიის 5 ძირითად დღესასწაულთაგან ერთია. უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოარჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველები იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რომლებიც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაოგნებულმა პეტრემ   წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როდესაც მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.
სომხური ეკლესია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს  ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს აღდგომიდან   98 დღის შემდეგ, 28 ივნისიდან 1 აგვისტომდე. სომხურ ეკლესიაში ამ დღესასწაულს უწოდებენ ასევე ვარდავარს. ოდითგანვე დაცულია ვარდავარის დღეს წუწაობის ტრადიცია. ფერისცვალების მომდევნო ორშაბათს მიცვალებულთა ხსოვნის დღეა.

აღნიშნის თარიღი

29.06.2008
19.07.2009
11.07.2010
31.07.2011
15.07.2012
07.07.2013
27.07.2014
12.07.2015
03.07.2016
23.07.2017
08.07.2018
28.07.2019
19.07.2020
11.07.2021
24.07.2022
16.07.2023
07.07.2024
27.07.2025
12.07.2026
04.07.2027
23.07.2028
08.07.2029
28.07.2030