1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

12 წმინდა წინასწარმეტყველების - ოსიას, იოილის, ამოსის, ავდიას, იონას, მიქას, ნაუმის, ამბაკუმის, სოფონის, ავგიას, ზაქარიას და მალაქიას ხსენების დღე

 

წინასწარმეტყველნი - განსაკუთრებული, მომავლის წინასწარმჭვრეტი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები. ეს ნიჭი ღვთის ნებით ეძლევათ განსაკუთრებული სიწმინდითა და ღვთისმოსავობით გამორჩეულ ადამიანებს. ძველ აღთქმაში არსებობს 4 დიდი და 12 მცირე წინასწარმეტყველი; მათი წიგნებიდან დიდებს ეკუთვნის: ესაია, იერემია, იეზეკიელი და დანიელი. მცირეებია: ოსია, იოილი, ამოსი, ავდია, იონა, მიქა, ნაუმი, ამბაკუმი, სოფონი, ავგია, ზაქარია და მალაქია. წინასწარმეტყველთა წიგნებს იესო ქრისტე აყენებდა მოსეს კანონების გვერდზე. ახალ აღთქმაში წინასწარმეტყველურ წიგნად ითვლება იოანეს გამოცხადება.   
სახელი ოსია გადარჩენას, გადამრჩენელს, შემწეს ნიშნავს. წიგნის მიხედვით, წინასწარმეტყველის მამას ბეერი ერქვა. ოსია ისრაელის სამეფოს მკვიდრია და ამავე სამეფოში წინასწარმეტყველებდა. წმ. ეფრემ ასურის ცნობით, იგი ქ. ბელმოთიდან ყოფილა (დასახელებული ქალაქი ისაქარის შტოს ეკუთვნოდა).
ოსიას წიგნზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ, რომ მან საკუთარი მოღვაწეობა იერობოამ II\ის მეფობისას დაიწყო (იერობოამ II ისრაელში მეფობდა 787\746 წწ.) და მომდევნო პერიოდით გაგრძელდა.
ისრაელისთვის სწორედ იერობოამის შემდგომი დრო გამოდგა უმძიმესი, რადგან თუ ხსენებული მეფის მოღვაწეობისას ჩრდილოეთის სამეფომ ძლიერების მწვერვალს მიაღწია, მისი გარდაცვალებისთანავე უდიდესი შინაარეულობა დაიწყო და წინასწარმეტყველს ამ ურთულეს ეპოქაში მოუწია მოღვაწაება (იერობოამ II\ის გარდაცვალების შემდეგ მისი ძე ზაქარია გამეფდა, რომელიც ექვსი თვის თავზე სელუმის მიერ იქნა მოკლული; ეს უკანასკვნელი ერთ თვეში მენახემის მორიგ აჯანყებას შეეწირა. ტახტის ახალი მემკვიდრის შვილს \ ფეკახიას მცირე დროის შემდეგ სამეფო უფლებები ჩამოართვეს. მისი მონაცვლე ფეკახი ტრაგიკულ აღსასრულს იზიარებს და ხელისუფლების სათავეში ისრაელის ბოლო მეფე ჰოშეაყი მოდის. სწორედ მის დროს დაეცა ჩრდილოეთის სახელმწიფო. ისრაელში სამეფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით სისხლისმღვრელი დაპირისპირებები თვით ამ სამეფოს გაუქმებამდე არ შემწყდარა).
(ნეტარი იერონიმე: წმინდა წერილში მრავალი ისეთი წიგნია, რომელიც საკმაოდ ძნელად განიმარტება. მათ რიცხვს ოსიას წინასწარმეტყველებაც განეკუთვნება.
ქრისტეს შობამდე VIII საუკუნეში მოღვაწეობდა წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი, მესამე 12 მცირე წინასწარმეტყველთაგან. ამ პერიოდში ებრაელი ხალხი ორ სამეფოდ იყო გაყოფილი: იუდეველთა და ისრაელის სამეფოებად. იუდეას მართავდა მეფე ოზია, ხოლო ისრაელის სამეფოს - იერობოამ II კერპთაყვანისმცემელი. ბეთილში მისი ბრძანებით აღიმართა კერპი, რომელსაც ოქროს ხბოს სახე ჰქონდა და თაყვანს სცემდნენ ჭეშმარიტი ღმერთისგან განდგომილი ებრაელები.
 წინასწარმეტყველი ამოსი იუდეაში ცხოვრობდა. იგი უბრალო და უსწავლელი მწყემსი, მაგრამ მხურვალე რწმენით აღსავსე ადამიანი გახლდათ. ამიტომაც ამოირჩია იგი უფალმა თავის წინასწარმეტყველად და ისრაელის სამეფოში გაგზავნა ურჯულო მეფის იერობოამისა და ღვთისგან განდგომილთა სამხილებლად. წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი დიდ უბედურებებს უწინასწარმეტყველებდა ისრაელის სამეფოს და მასში მცხოვრებ წარმართებს, ურწმუნოებისათვის. ამის გამო მრავალჯერ უხდებოდა გვემისა და დევნის დათმენა, მაგრამ იგი კვლავ უბრუნდებოდა ბეთილს, ისრაელებს მოწევნილ რისხვას მოაგონებდა და სინანულისკენ მოუწოდებდა. წინასწარმეტყველი განსაკუთრებით სძულდა საკერპოს ქურუმს, ამასიას. ამოსმა კერპთმსახურსა და მთელ მის სახლეულს აღსასრულის მოახლოება უწინასწარმეტყველა. ამასიას ვაჟმა, ოზიამ წმიდანს ხელკეტი ჩასცხო თავში და სასიკვდილოდ დაჭრა. სულთმობრძავმა წინასწარმეტყველმა გაჭირვებით მიაღწია მშობლიურ სოფელს და იქ გარდაიცვალა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 783 წელს.
წინასწარმეტყველი მიქია, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, იუდას ტომიდან იყო. იგი იერუსალიმის სამხრეთით, ქალაქ მორათში დაიბადა, რის გამოც მორათელს უწოდებენ. წინასწარმეტყველური მსახურება ნეტარმა ქრისტეს შობამდე 778 წელს დაიწყო და ორმოცდაათ წელზე მეტ ხანს მოღვაწეობდა. მისი მხილებანი და წინასწარმეტყველებანი ეხებოდა როგორც იუდეას, ისე ისრაელსაც. წმიდანმა წინასწარ განჭვრიტა ის უბედურებანი, რომელიც დაატყდებოდა თავს ისრაელის სამეფოს მისი დანგრევის შემდეგ და იუდეას - ასურეთის მეფის, სენაქერიმის თავდასხმის ჟამს. მიქიას ეკუთვნის წინასწარმეტყველება მაცხოვრის შობის შესახებ. ნეტარის ნაწილები ქრისტეს აქეთ IV საუკუნეში იქნა აღმოყვანებული ბარათსატიაში, მას შემდეგ, რაც უფალმა ელეფთეროპოლელ ეპისკოპოს ზევინს სასწაულებრივ ხილვაში განუცხადა წინასწარმეტყველის განსასვენებელი.  
მიდა წინასწარმეტყველი ამბაკუმი, ერთი ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, სვიმეონის ტომიდან იყო და მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 650 წელს.
წმიდა ამბაკუმმა იწინასწარმეტყველა იერუსალიმის ტაძრის დანგრევა, ბაბილონის ტყვეობა და ტყვექმნილი ებრაელების დაბრუნება სამშობლოში. ბაბილონელებთან ომის დროს წინასწარმეტყველი არაბეთში გაიხიზნა, სადაც ამგვარი სასწაული გადახდა: ერთხელ, როცა მომკალებისთვის სადილი მიჰქონდა, მას უფლის ანგელოზი შეხვდა და ამბაკუმი უცებ ბაბილონში აღმოჩნდა, სადაც იმ დროს უღმრთოებს დანიელ წინასწარმეტყველი საპყრობილეში ჰყავდათ გამომწყვდეული. ბაბილონელებთან ომის დამთავრების შემდეგ წმიდა ამბაკუმი სამშობლოში დაბრუნდა და ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. წმიდა თეოდოსი უმცროსის (408-450) ზეობისას აღესრულა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.
წმიდა მოწამე მიროპია დაიბადა ქალაქ ეფესოში. მას მამა ადრე გარდაეცვალა და დედამ ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებით აღზარდა.
 ზაქარია ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო, როდესაც უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისაკენ მოუწოდა და არაამქვეყნიური სახილველების ჭვრეტის ღირსი გახადა. სწორედ ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნშია განცხადებული მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი მოვლენები, მისი დიდებით შესვლა იერუსალიმში , უფლის 30 ვერცხლად გაყიდვა და ამ საზღაურით მეკეცის მიწის შესყიდვა, მაცხოვრის გვერდის განგმირვა , მოციქულთა გაფანტვა გეთსემანიის ბაღში , მზის დაბნელება მაცხოვრის ჯვარზე ვნების დროს. გადმოცემის მიხედვით, ღვთის მადლის რჩეულმა ჭურჭელმა — ზაქარიამ ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. იგი იერუსალიმის მახლობლად დაკრძალეს თავის დიდ თანამედროვე და თანამოსაგრე ანგიასთან ერთად. ზაქარია წინასწარმეტყველს „მანგლისმხილველს“ ვუწოდებთ, რადგან მან ჩვენებით იხილა მანგალივით მოდრეკილი გრაგნილი, რომელიც რისხვის მომასწავლებლად ფრინავდა ჰაერში.

აღნიშნის თარიღი

15.07.2008
04.08.2009
27.07.2010
08.02.2011
31.07.2012
23.07.2013
04.02.2014
28.07.2015
19.07.2016
31.01.2017
24.07.2018
05.02.2019
04.08.2020
29.07.2021
01.02.2022
01.08.2023
23.07.2024
04.02.2025
30.07.2026
20.07.2027
01.02.2028
24.07.2029
05.02.2030