ზაქარია წინასწარმეტყველის ხსენების დღე
ზაქარია ნიშნავს „ღმერთს გაახსენდა“. იგი არის ბარაქეს ძე. დაიბადა ისრაელში დარეჰ მეფის მფლობელობის მე-2 წლის მე-8 თვეში (ზაქ. ა1). წმინდა წინასწარმეტყველი ზაქარია ერთ-ერთი ბიბლიის 12 მცირე წინასწარმეტყველთაგანია. ნეემის წიგნში მას ეწოდება „სამღვდლო გვარის თავი“, ახალგაზრდობიდან მას წინასწარმეტყველების მადლი მიენიჭა. მისი წინასწარმეტყველების წლად ითვლება ქრისტეშობამდე 520-518 წწ. ზაქარიას წინასწარმეტყველება არის ღირებული არა მხოლოდ მისი ხილვებით, ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნი მოგვითხრობს მაცხოვრის სიცოცხლის ბოლო დღეებზე, უფლის ტრიუმფალურ შესვლაზე იერუსალიმში, 30 ვერცხლად მის გაცემაზე, ჯვარცმის დროს მზის დაბნელებაზე. მან იწინასწარმეტყველა ასევე იესოს ჯვარცმა, და მოსწავლეთა მიერ მისი მიტოვება.
აღნიშნის თარიღი
17.06.2008 07.07.2009 29.06.2010 19.07.2011 03.07.2012 25.06.2013 15.07.2014 30.06.2015 21.06.2016 11.07.2017 26.06.2018 16.07.2019 07.07.2020 29.06.2021 12.07.2022 04.07.2023 25.06.2024 15.07.2025 30.06.2026 22.06.2027 11.07.2028 26.06.2029 16.07.2030
|