1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმინდა ნუნე (ნინო) და მანე ქალწულთა ხსოვნის დღე

 

წმინდა ნუნე და მანე იმ ჰრიფსიმეანთ ქალწულთაგანნი არიან,   რომლებმაც იმპერატორ  დიოკლეტიანეს დევნის დროს დატოვეს რომი და სომხეთში ჩამოვიდნენ.   მაგრამ ამ  ორ ქალწულს   განგებით არ ეწერა თანამორწმუნეებთან ერთად წამება. სომხეთამდე მიღწეულნი  განცალკევდნენ 37 ქალწულთაგან: მანე წავიდა ეკეღიაც პროვინციის სეპუჰის მთაზე, სადაც  მღვიმეში განცალკევებით იცხოვრა. ქალწული მანე ამ მღვიმეში ცხოვრობდა   "ანგელოზის ცხოვრებით",  ლოცვითა და ღვთაებრივი ძალით გაძლიერებული. ამ   მღვიმეს შემდგომში მისი სახელით „მანეს მღვიმეს“ უწოდეს.  ისტორიკოსი საინტერესო ამბავს გადმოგვცემენ მანეს ბოლო დღეების შესახებ. იმ პერიოდში წმინდა გრიგოლ  განმანათლებელსაც სურდა საზოგადოებისაგან განცალკევება და სიცოცხლის ბოლო დღეების განმარტოებით გატარება. ამ სურვილით  შთაგონებული  სომეხთა კათოლიკოსი მიდის  დარანაღიაც მთებში, სეპუჰის მთის მღვიმესთან, სადაც ცხოვრობდა განცალკევებული მანე.  როდესაც მიუახლოვდა მღვიმეს, მანეს ხმა მოესმა, რომელიც წმინდა გრიგოლს ეუბნებოდა, რომ სამი დღის მერე მოსულიყო არჩეულ მღვიმესთან. კათოლიკოსმა შეასრულა წმინდანის სურვილი და როდესაც სამი დღის შემდეგ დაბრუნდა, წმინდანი მანე გარდაცვლილი იყო, გრიგოლმა იგი მღივემეშივე   დაკრძალა (323 წ.).
წმინდა ნუნე    (ქართულ  წყაროებში  ნინო), გადაურჩა სომეხთა მეფე ტრდატის დევნას,    საქართველოში წავიდა,  დედაქალაქ მცხეთაში,   სადაც    ცხოვრება გააგრძელა ლოცვითა და     წმინდა ცხოვრებით,  იქადაგა   და მოაქცია მთელი ხალხი.   სასწაულებისა და   ქველმოქმედებისთვის ის მიჰყავთ სამეფო კარზე. მან განკურნა ავადმყოფი დედოფალი. როდესაც მიიყვანეს დედოფალი მაყვლოვანში, დააწვინეს წმინდანის კილიკზე (უხეში ბეწვისგან დამზადებული სამოსი, რომელიც ასკეტებს ემოსათ) და დაიწყო ნუნემ ლოცვა და ვედრება ღვთის მიმართ, აიღო თავისი ჯვარი, შეახო სნეულს თავზე, ფეხებსა და მხრებზე. დედოფალი მაშინვე განიკურნა და ფეხზე წამოდგა. წმინდა ნუნემ ძვირფას საჩუქრებზე უარი განაცხადა, იქადაგა სახარება, განკურნებულმა  დედოფალმა ირწმუნა ქრისტე, ქრისტე ირწმუნეს   სხვა დიდებულებმაც.  ამ ყველაფრის შედეგად ელჩები გაგზავნეს წმინდა გრიგოლ განმანათლებელთან და მეფე ტრდატთან თხოვნით, რომ სასულიერო პირები გამოეგზავნათ თავიანთ ქვეყანაში - ნათლობების შესასრულებლად და ხალხის სამსახურისთვის. ასე გახდა წმინდა ნუნე ქართველთა მოციქული.

აღნიშნის თარიღი

27.05.2008
16.06.2009
08.06.2010
28.06.2011
12.06.2012
04.06.2013
24.06.2014
09.06.2015
31.05.2016
20.06.2017
05.06.2018
25.06.2019
16.06.2020
08.06.2021
21.06.2022
13.06.2023
04.06.2024
24.06.2025
09.06.2026
01.06.2027
20.06.2028
05.06.2029
25.06.2030