1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმინდა თარჯიმნების სააკ პართევისა და   მესროპ მაშტოცის დღესასწაული

 

წმინდა კათოლიკოსი სააკ (საჰაკ) პართევი კათოლიკოს  ნერსეს დიდის    შვილი იყო, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის    საგვარეულოს ბოლო წარმომადგენელი, რომელიც   387 წლიდან დაწყებული 52 წელი იყო სომეხთა კათოლიკოსი.   იგი იყო განათლებული და გამოცდილი -  მუსიკალურ,  რიტორიკულ  ხელოვნებებში,  ფილოსოფიასა და ენათმეცნიერებაში, სააკ პართევმა   დიდი სარგებელი მოუტანა სომხური ეროვნული კულტურის  განვითარებას,  იყო სომხური ანბანის შექმნის  აპოლოგეტი, მესროპ მაშტოც ვარდაპეტთან ერთად გახდა  სომხური დამწერლობისა და საეკლესიო ლიტერატურის დამფუძნებელი.
წმინდა   მესროპ მაშტოცი  დაიბადა 360 წელს, ბავშვობიდან სწავლობდა    ბერძნულ და სპარსულ ენებს. თავდაპირველად მეფის კარზე მსახურობდა მდივნად. შემდეგ საერო ცხოვრებაზე უარი თქვა და გახდა სასულიერო პირი.   ქადაგებების დროს მესროპ მაშტოცი გრძნობს სომხური დამწერლობისა და სომხურ ენაზე ბიბლიის თარგმნის აუცილებლობას.  სომხეთში უკვე არსებობდა  სომხური ასო-ნიშნები, რომლებითაც თავის დროზე სარგებლობდნენ სასულიერო პირები. ეს ასო-ნიშნები მეფე ვრამშაპუჰის ბრძანებით მთავარ ვაჰრიჭს მოაქვს სირიელ ეპისკოპოს დანიელისაგან, მაგრამ მესროპი, მოწაფეებისთვის მოკლე დროის განმავლობაში ამ ნიშნების სწავლების შემდეგ, რწმუნდება, რომ ასო-ნიშნები არასრულყოფილია.     
იგი მოწაფეებთან ერთად მიემგზავრება ედესასა და ამიდში,    ღვთაებრივი ძალით ქმნის სომხურ ასოებს და სამოსატში ერთ ბერძენთან, სახელად ჰროფანოსთან ერთად საბოლოო სახეს აძლევს მათ. ასო-ნიშნების გამოგონების შემდეგ წმინდანები სააკი (საჰაკი) და   მესროპი იწყებენ ბიბლიის თარგმნას და ისე სრულყოფილად ასრულებენ ამას, რომ ბიბლიის სომხურ თარგმანს საუკუნეების შემდეგაც ეწოდება „ ბიბლიების თარგმანთა დედოფალი“. ბიბლიიდან სომხურ ენაზე ნათარგმნი  პირველი წინადადება  „არაკების“ წიგნის   პირველი წინანადადებაა:     «Ճանաչել զիմաստությիւն և զխրատ, իմանալ զբանս հանճարոյ». მესროპ მაშტოცი   გარდაიცვალა 440 წელს ვაღარშაპატში და დაკრძალულია სოფელ ოშაკანში.  მის საფლავზე შემდგომში აშენდა ეკლესია „სურბ მესროპ მაშტოც“.  წლის განმავლობაში სომეხთა ეკლესია წმინდა სააკ პართევისა და წმინდა მესროპ მაშტოცის ხსოვნას ორჯერ ზეიმობს.

აღნიშნის თარიღი

12.06.2008
02.07.2009
24.06.2010
14.07.2011
28.06.2012
20.06.2013
10.07.2014
25.06.2015
16.06.2016
06.07.2017
21.06.2018
11.07.2019
02.07.2020
24.06.2021
07.07.2022
29.06.2023
20.06.2024
10.07.2025
25.06.2026
17.06.2027
06.07.2028
21.06.2029
11.07.2030