1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

აღდგომის დღესასწაული

 

იესო ქრისტეს დიდებული   აღდგომის დღესასწაული, რომელსაც სომხურად უწოდებენ ზატიკს, რაც ნიშნავს    გამოყოფას, მოცილებას,  ცოდვებისაგან დაშორებას და დაბრუნებას   ღმერთთან.    აღდგომა ორივე, როგორც ძველი, ასევე   ახალი  აღთქმით მიიჩნევა ძირითად საეკლესიო დღესასწაულად.   ჯვარცმული ქრისტე კლდეში გამოკვეთილ საფლავში დაასვენეს და ლოდი მიაგორეს, დაუყენეს მცველთა დასი. სამი დღის შემდეგ, კვირა დილით, როცა  მარიამ მაგდალინელი, იაკობის დედა მარიამი  და სალომე მივიდნენ, რომ ქრისტეს სხეული  არომატული ზეთებით სცხონ , ამ დროს მათ გამოეცხადა  ორი ანგელოზი და თქვეს:   "რატომ ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის: ის არ არის აქ, არამედ აღდგა" (ლუკა 24:5-6).  მოხდა უდიდესი სასწაული: ქრისტე აღდგა! აქედან შეიძლება უკვე მივიჩნიოთ, რომ დაიწყო აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა.  
აღდგომის ამბავი ქალებმა  ახარეს მოციქულებს, შემდეგ იესო გამოეცხადა მათ. ქრისტეს აღდგომა  გახდა ქრისტიანული ქადაგების და  რწმენის საფუძველი: "თუ არ არის მკვდრეთით აღდგომა, მაშინ ქრისტე არ აღმდგარა. და თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგება ამაოა, ამაოა თქვენი   რწმენაც "(I კორნთ. 15:13-14).  სააღდგომოდ  მორწმუნეები კვერცხებს  ღებავენ.  კვერცხი არის სიმბოლო აღდგომისა და ახალი  ცხოვრების დასაწყისისა, წითელი ფერი -   ჯვარცმული ქრისტეს სისხლისა, რომელიც    დაიღვარა კაცობრიობის ხსნისათვის. წმინდა გრიგოლ ტათევაცის თანახმად:    "ჩვენ მხოლოდ აღდგომას ვღებავთ კვერცხს, ვინაიდან კვერცხი სამყაროს ნიმუშია, როგორც    ბრძენნი ამბობენ, „ნაჭუჭი ცას ჰგავს,  გარსი - ჰაერს, ცილა - წყალს, გული კი - დედამიწაა. წითელი ფერი კი განასახიერებს იმას, რომ სამყარო    ქრისტემ   სისხლით გამოისყიდა და ჩვენ წითელი კვერცხის ხელში აღებით ვაცხადებთ ჩვენს   გადარჩენას“.    აღდგომის დღესასწაულის წინა საღამოს ეკლესიებში აღევლინება ჭრაგალუიცის წმინდა წირვა, რითაც იწყება  აღდგომის  დღესასწაული.  დილით ეკლესიებში ღვთისმსახურებები ტარდება, ანდასტანის ცერემონია, შემდეგ - წმინდა წირვა.    წმინდა აღდგომის დღესასწაულზე  მორწმუნეები ერთმანეთს ესალმებიან «Քրիստոս հարյավ ի մեռելոց» - "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით ",  პასუხია:  «Օրհնյալ է Հարությունը Քրիստոսի» -  "ნეტარ არს აღდგომა ქრისტესი".

აღნიშნის თარიღი

23.03.2008
12.04.2009
04.04.2010
24.04.2011
08.04.2012
31.03.2013
20.04.2014
05.04.2015
27.03.2016
16.04.2017
01.04.2018
21.04.2019
12.04.2020
04.04.2021
17.04.2022
09.04.2023
31.03.2024
20.04.2025
05.04.2026
28.03.2027
16.04.2028
01.04.2029
21.04.2030