იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღე
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მომდევნო შაბათი დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში აღინიშნება იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე. სახარებების (მათე, მარკოზი) თანახმად, იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედია, რომელმაც მესიის (ქრისტეს) მოსვლა იწინასწარმეტყველა. ცხოვრობდა უდაბნოში (ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის ელიას მსგავსად), ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მოუწოდებდა მონანიებისაკენ. მონათლა მრავალი ებრაელი, მონათლა ასევე იესო ქრისტე მდინარე იორდანეში. იოსებ ფლავიუსის (ახ. წ. I საუკუნე) ცნობით, იოანე ნათლისმცემელი ჰეროდე I-ის (I საუკუნის I ნახევარი) თანამედროვე იყო. ჰეროდემ თავისი საყვარლის ჰეროდიადას საამებლად იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ წმინდა იოანე ნათლისმცემელი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის უდიდესი წმინდანია. წმინდანის სახელს ღვთისმსახურების დროს იხსენებენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ. გადმოცემის თანახმად, წმინდა გრიგოლ განმანათლებელს კესარიიდან სომხეთში ჩამოუტანია წმინდანის წმინდა ნაწილები და დაუსვენებია ქალაქ მუშთან, სადაც შემდგომში აუგიათ მონასტერი „სურბ კარაპეტ“. წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის მორწმუნეთა მფარველი წმინდანი და ყოველი მორწმუნე, ვინც ლოცვით მიმართავს წმინდანს, იღებს მის მოწყალებას.
აღნიშნის თარიღი
29.03.2008 18.04.2009 10.04.2010 30.04.2011 14.04.2012 06.04.2013 26.04.2014 11.04.2015 02.04.2016 22.04.2017 07.04.2018 27.04.2019 18.04.2020 10.04.2021 23.04.2022 15.04.2023 06.04.2024 26.04.2025 11.04.2026 03.04.2027 22.04.2028 07.04.2029 27.04.2030
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მომდევნო შაბათი დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში აღინიშნება იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე. სახარებების (მათე, მარკოზი) თანახმად, იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედია, რომელმაც მესიის (ქრისტეს) მოსვლა იწინასწარმეტყველა. ცხოვრობდა უდაბნოში (ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის ელიას მსგავსად), ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მოუწოდებდა მონანიებისაკენ. მონათლა მრავალი ებრაელი, მონათლა ასევე იესო ქრისტე მდინარე იორდანეში. იოსებ ფლავიუსის (ახ. წ. I საუკუნე) ცნობით, იოანე ნათლისმცემელი ჰეროდე I-ის (I საუკუნის I ნახევარი) თანამედროვე იყო. ჰეროდემ თავისი საყვარლის ჰეროდიადას საამებლად იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ წმინდა იოანე ნათლისმცემელი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის უდიდესი წმინდანია. წმინდანის სახელს ღვთისმსახურების დროს იხსენებენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ. გადმოცემის თანახმად, წმინდა გრიგოლ განმანათლებელს კესარიიდან სომხეთში ჩამოუტანია წმინდანის წმინდა ნაწილები და დაუსვენებია ქალაქ მუშთან, სადაც შემდგომში აუგიათ მონასტერი „სურბ კარაპეტ“.
წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის მორწმუნეთა მფარველი წმინდანი და ყოველი მორწმუნე, ვინც ლოცვით მიმართავს წმინდანს, იღებს მის მოწყალებას.
|