1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

დიდი ოთხშაბათი

 

ვნების კვირის ოთხშაბათს იხსენებენ ბეთანიაში ქალის მიერ  იესო ქრისტესთვის ნელსაცხებლის   ცხებას და  უფლის ღალატს. ქალი  პატიოსანი და ძვირფასი ზეთით სცხებს იესოს. ამის შესახებ    სახარებიდან ცნობები გვაქვს, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ. მოწაფეები    გაბრაზებულები არიან, რადგან ამ ზეთის გაყიდვის შედეგად  ბევრი ღატაკისთვის   მოწყალების გაცემა შეიძლებოდა.    იესო პასუხობს მოსწავლეებს   "ყოველ ჟამს ღატაკები თქვენთან არიან,   მე კი ყოველთვის ვერ ვიქნები თქვენთან,     ჩემს სხეულზე ამ ზეთის ცხებით, მან ჩემი დაკრძალვა განაპირობა.
მაგრამ სიმართლეს გეუბნებით, იქ,  სადაც ეს სახარება იქადაგება, ის და მისი გაკეთებული ეხსომებათ“  (მათ. 26:11-13) ვნების კვირის ოთხშაბათი იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება იუდას ვერცხლისმოყვარეობასა და გამცემლობას კიცხავს და ჰგმობს. ვნების კვირის ოთხშაბათი მოგვიწოდებს  ბოროტად არ გამოვიყენოთ ღვთის სიყვარული და ნდობა, ყოველთვის გვახსოვდეს მისი წამება და სიკვდილი კაცობრიობისთვის,  არ გადავუხვიოთ ჭეშმარიტ  გზას და  ვადიდოთ   უფალი.

აღნიშნის თარიღი

19.03.2008
08.04.2009
31.03.2010
20.04.2011
04.04.2012
27.03.2013
16.04.2014
01.04.2015
23.03.2016
12.04.2017
28.03.2018
17.04.2019
08.04.2020
31.03.2021
13.04.2022
05.04.2023
27.03.2024
16.04.2025
01.04.2026
24.03.2027
12.04.2028
28.03.2029
17.04.2030