1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

მნეს კვირა

 

დიდი მარხვის მეოთხე კვირას მნეს კვირა ეწოდება, დღის საიდუმლო  აიხსნება უსამართლო მნეს არაკით.   ამას მოიხსენიებს მხოლოდ ლუკას სახარება.   არაკის შინაარსი შემდეგია: ერთ მდიდარ კაცს ჰყავდა მნე. ამბავი მოუტანეს, რომ მნე ანიავებდა მის ქონებას. დაიბარა და ანგარიში მოსთხოვა. მნე ფიქრობდა: „რა ვქნა, პატრონი მართმევს სამნეოს“. დაიბარა თავისი ბატონის ყველა მოვალე   და მათ დაუთმო   ვალის ნაწილი.   შეაქო ბატონმა უსამართლო მნე, ხერხიანად რომ მოიქცა. ერთი შეხედვით, თითქოს, წინააღმდეგობა არის ამ ქებაში. მაგრამ, უსამართლო მმართველმა       მოვალეებს უბოძა ის, რაც თავის სასარგებლოდ ეწერა, ვალის ბოძებით არანაირი ზიანი არ მიაყენა პატრონს.  რადგან ამ სოფლის ძენი ნათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ მოდგმაში.  და მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონისგან, რომ, როცა გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სავანეში.  მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია; და ვინც მცირედშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა.   ჰოდა, თუ უსამართლო მამონას არ უერთგულეთ, ჭეშმარიტს ვინ განდობთ?  და თუ სხვისას არ უერთგულებთ, თქვენსას ვინ მოგცემთ?  არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს. ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც!“. სანაქებოა  უარის თქმა, რაც  ზუსტად მარხვის აზრია.  
მარხვა ადამიანს სძენს რაიმე  ცდუნებაზე უარის თქმის უნარს,   საიდანაც იწყება თვითშეკავება. არაკის   ალეგორიული მნიშვნელობა ისაა, რომ მდიდარი კაცი უფლის განსახიერებაა, მნე კი - ცოდვილის, ვინც დიდი დროის მანძილზე ანიავებს უფლის ბოძებულს იქამდე, სანამ უფალი მას პასუხსაგებად არ იბარებს.   უსამართლო მმართველი ასახიერებს ყველა იმას, ვინც მოინანია,   მიუტევა მევალეებს   და გახდა   ანგელოზთა და სამართლიანთა საყვარელი.

აღნიშნის თარიღი

24.02.2008
15.03.2009
07.03.2010
27.03.2011
11.03.2012
03.03.2013
23.03.2014
08.03.2015
28.02.2016
19.03.2017
04.03.2018
24.03.2019
15.03.2020
07.03.2021
20.03.2022
12.03.2023
03.03.2024
23.03.2025
08.03.2026
28.02.2027
19.03.2028
04.03.2029
24.03.2030