1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმინდა თეოდოსი დიდის და შვიდი ეფესელი ყრმის   ხსენების დღე

 

წმინდა თეოდოსი დიდმა თავისი ზეობის დროს (379-395) გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა წარმართობას. მან გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც კერპებისადმი ყოველგვარი მსახურება დანაშაულად ითვლებოდა. კეთილმსახური მეფე ერთგულად იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ერეტიკოსებთან ჭიდილში. 379 წელს, როცა იგი დაინიშნა აღმოსავლეთის იმპერატორად, უპირველეს ყოვლისა, დააბრუნა წინა იმპერატორის ბრძანებით გადასახლებული ეპისკოპოსები. თეოდოსიმ იმპერიის ერთიან სახელმწიფო რელიგიად დაამტკიცა ქრისტიანობის ნიკეის მსოფლიო კრების ფორმულა და აღკვეთა არიანელობა.  

როდესაც თეოდოსის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს თესალონიკელი 7000 აჯანყებული, მილანის ამბროსიუს ეპისკოპოსი იმპერატორს უკრძალავს ტაძარში შესვლას, იგი თავმდაბლად ემორჩილება ღმრთის მსახურს. გარდაიცვალა 395 წელს.

სომეხთა ეკლესიაში იმავე დღეს აღინიშნება ეფესელი შვიდი ყრმის ხსენებაც. შვიდი ეფესელი ყრმა: მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და ანტონინე, ცხოვრობდნენ უსჯულო დეკიუსის (249-251) ზეობისას. მათ   ფარულად მიიღეს ქრისტიანობა, რისთვისაც დეკიუსი დევნიდა მათ. ისინი მიიმალნენ ოქლონის მთის მღვიმეში. ეფესელი ყრმები უფლის წყალობით   140 წლიან ძილს მიეცნენ და 389 წელს გამოიღვიძეს, ღვთისმოსავი იმპერატორის თეოდოსის მეფობის დროს,   გამოვლინდა ღვთის სასწაული, მეფე და ქალაქის მცხოვრებლები დიდი პატივით შეხვდნენ დევნილ ქრისტიანებს. შემდეგ ისინი ისევ მღვიმეში დაბრუნდნენ და კვლავ დაიძინეს,   ამჯერად მარადიული ძილით. ეფესელი ყრმები დაკრძალეს იმავე მღვიმეში, რომელზეც მომავალში დიდებული ეკლესია ააგეს.

აღნიშნის თარიღი

09.02.2008
28.02.2009
20.02.2010
12.03.2011
25.02.2012
16.02.2013
08.03.2014
21.02.2015
13.02.2016
04.03.2017
17.02.2018
09.03.2019
29.02.2020
20.02.2021
05.03.2022
25.02.2023
17.02.2024
08.03.2025
21.02.2026
13.02.2027
04.03.2028
17.02.2029
09.03.2030