სურბ სარგის მხედართმთავრის დღესასწაული თბილისში |
![]() |
სიახლეები |
2018 წლის 26 იანვარს, პარასკევს, ტრადიციის თანახმად თბილისის სომეხი ახალგაზრდობა შეიკრიბა ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში, საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ, მორწმუნეთა პროცესია ეკლესიის სულიერი მამების - მღვდელ ვირაპ ღაზარიანის და მღვდელ მანუკ ზეინალიანის წინამძღოლობით, დიაკვნების მონაწილეობით, ხატებით და ცნობილი მხატვრის, სუსანა მკრტჩიანის მიერ ეკლესიისთვის შემოწირული მშვენიერი ბაირაღით, დაიძრა დედაქალაქის ხარფუხის მსვლელობის გზაზე პროცესია შეჩერდა და დაცვის ვედრებით მრევლმა ლოცვა აღავლინა შამქორეცოც "სურბ ასტვაწაწინ" ეკლესიის ნანგრევებთან და შემდეგ გააგრძელა მსვლელობა. განსაკუთრებულია სამლოცველოში შესვლის, სანთლის დანთების და ლოცვის ნება და სურვილი. ამის მოწმობაა წვიმიან და სუსხიან ამინდში მორწმუნეთა, ხალხმრავლობა იყო საკათედრო ტაძარში. საქართველოს სომეხთა ეკლესიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით ჩატარდა ქრისტიანული რწმენისთვის წამებულ წმინდანთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წინასადღესასწაულო ცერემონიალი - „ნახატონაკი“, რომელსაც ესწრებოდნენ არა მხოლოდ სომხები, არამედ სხვადასხვა ერის წარმომადგენელი მორწმუნეები. ეპარქიის წინამძრვარმა ქადაგებაში ისაუბრა დღის საიდუმლოს - სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის მარტიროსის და 14 ჯარისკაცის ქრისტიანული სურბ სარგისი სიყვარულის მფარველია. ხალხური ტრადიციის თანახმად, წინასადღესასწაულო ცერემონიალის შემდეგ ახალგაზრდებს დაურიგდათ მარილიანი კვერები, რასაც უკავშირებენ სასიძოს ან საპატარძლოს დასიზმრებას. 27 იანვარს, „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში სურბ სარგისის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა ღირსმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა. |